ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზების მიზნით მერიამ კამპანია დაიწყო

ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზების მიზნით მერიამ კამპანია დაიწყო

ბორჯომის მერიამ ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზების მიზნით კამპანია დაიწყო, სახელწოდებით „აქციე სიჯანსაღე ცხოვრების წესად“.

 კამპანიაში ჩართვა ყველა ბორჯომელს და ქალაქის ვიზიტორს შეუძლია, მნიშვნელოვანია ესტუმროთ ქალაქის სხვადასხვა ღირსშესანიშნავ ადგილებს და დილის გამამხნევებელი ვარჯიშის შემდეგ მცირე ვიდეო მიმართვა ჩაწეროთ, არ დაივიწყოთ მეგობრის დასახელება ვისი გამოწვევაც გსურთ.

 ვიდეო უნდა აიტვირთოს მოქალაქეების პირად facebook გვერდებზე ჰეშთეგით #ბორჯომისმერია #კამპანია #ჯანსაღიცხოვრებისწესი და მოინიშნოს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის facebook გვერდი.