10 ივნისს ახალციხეში დასაქმების ფორუმი გაიმართება

10 ივნისს ახალციხეში დასაქმების ფორუმი გაიმართება

ხვალ, 10 ივნისს კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN), ევროკავშირის მხარდაჭერითა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, ახალციხეში ახალგაზრდებისათვის დასაქმების ფორუმს გამართავს.


ბორჯომის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის, ტრანსპორტირება უზრუნველყოფილია. 10:00 საათზე, ბორჯომის ცენტრიდან ახალციხის მიმართულებით ორი მიკროავტობუსი გავა. დამატებითი დეტალებისთვის დარეკეთ, ტელ .: 598770225


დასაქმების შესაძლებლობები შეთავაზებული იქნება შემდეგი მიმართულებებით:
- მომსახურება;
- წარმოება;
- განათლება;
- სოციალური პროგრამები;
- გარემოს დაცვა;
- საგრანტო შესაძლებლობები სოციალურ და მწვანე მეწარმეობაში.


დასაქმების ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი, ისევე როგორც ცენტრალურ დონეზე მოღვაწე კერძო კომპანიები, არასამთავრობო ორგანიზაციები, საჯარო უწყებები და დამოუკიდებელი, ახალგაზრდული პროგრამები.
გამოფენა ეწყობა ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტის "EU4Youth: სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის განვითარება (SEED) მწვანე ზრდისთვის" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს CENN პარტნიორ ორგანიზაციებთან KRDF და Green Lane (სომხეთი) ერთად.