18 ივნისს „ეტალონი“ ბორჯომელი მოსწავლეებისთვის ჩატარდება

18 ივნისს „ეტალონი“ ბორჯომელი მოსწავლეებისთვის ჩატარდება

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში ბორჯომელი მოსწავლეებისთვის ჩატარდება. ინტელექტუალურ კონკურსში ჩართვა ბორჯომის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებს შეუძლიათ.


დისტანციური კონკურსის პირველი ეტაპი ხვალ, 18 ივნისს გაიმართება. ტესტირების გასავლელად შექმნილი სპეციალური პორტალი მოსწავლეებისათვის ხელმისაწვდომი - 12:00 საათიდან 17:00 საათამდე იქნება.
ტესტირების პორტალის ლინკი: https://izrune.ge/etaloni/index.php?a=login&konkurs=22


კონკურსი დისტანციურ რეჟიმში წარიმართება და მოსწავლეს, შესაბამისი რეგისტრაციის შემდეგ ტესტირებისთვის განკუთვნილ დროის პერიოდში, ტესტის გავლა ნებისმიერი ადგილიდან, მისთვის მოსახერხებელი ტექნიკური მოწყობილობით შეუძლია.
ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილე ყველა ბორჯომელი მოსწავლე „ეტალონის“ და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიისგან სპეციალური ონლაინ სიგელით დაჯილდოვდება.


კონკურსის პირველი ეტაპის მონაწილეთა შედეგებიდან გამომდინარე, შეირჩევიან კონკურსის მეორე ეტაპზე გადამსვლელი ყველაზე მაღალქულიანი მოსწავლეები, რომლებიც ერთმანეთს შემდგომში „ბორჯომის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრებიან.


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ დისტანციური ფორმატის მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, მოტიცავია-წახალისება და ამ მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება.


ინტელექტ-ჩემპიონატში ჩართვის მსურველებმა დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ სკოლის ადმინისტრაციას, საგანმანათლებლო რესურსცენტრს ან დარეკოთ ნომერზე - 577 36 99 45