წაღვერში სკვერის რეაბილიტაციის პროცესს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გაეცნენ

წაღვერში სკვერის რეაბილიტაციის პროცესს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გაეცნენ

წაღვერში სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო. დასასვენებელი სივრცე წაღვერის კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება. პროექტის მიხედვით მოეწყობა საბავშვო სივრცე, ჩატარდება სკვერის შიდა ბილიკების კეთილმოწყობის სამუშაოები, განთავსდება სკამები და სასმელი წყლის ბიუვეტი. სკვერის ტერიტორია გამწვანდება.


სკვერის მოწყობის პროექტი ბორჯომის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ზაალიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებეთან ოთარ არბოლიშვილთან და მერის მოადგილესთან იოსებ რაზმაძესთან ერთად ადგილზე განიხილა.


სამუშაოების შესასრულებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 529 000 ლარი დაიხარჯება. სკვერის რეაბილიტაციის პროცესი სექტემბრის პირველ ნახევარში დასრულდება.