სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სამუშაო ვიზიტი ბორჯომში

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სამუშაო ვიზიტი ბორჯომში

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი, კომიტეტის წევრებთან ერთად სამუშაო ვიზიტით ბორჯომს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.შეხვედრას სამხარეო ადმინისტრაციის ადგილობრივ თვითმმართველობებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ეკატერინე ორჯონიკიძე, ბორჯომის მერის მოადგილე იოსებ რაზმაძე და საკრებულოს დეპუტატი რევაზ ლაშხი ესწრებოდნენ.

 

1


სამუშაო შეხვედრაზე ბორჯომის მუნიციპალიტეტში სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებით არსებული მდგომარეობა და გამოწვევები განიხილეს.

 

2


შეხვედრის დასრულების შემდეგ სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წარმომადგენლებმა ბორჯომის მუნიციპალიტეტში არსებული სპორტული ინფრასტრუქტურა, მიმდინარე პროექტები და მშენებარე ობიექტები მოინახულეს. კერძოდ, კომიტეტის წარმომადგენლებმა მოინახულეს ბორჯომის ცენტრალური საფეხბურთო მოედანი და სასპორტო სკოლა.

 

3


ბორჯომის მუნიციპალიტეტში არსებული სპორტული ინფრასტრუქტურის გაცნობის შემდეგ კომიტეტის წევრებმა ბაკურიანში გადაინაცვლეს და ლეგენდარულ მოთხილამურეს კობა წაქაძეს ესტუმრნენ. ასევე გაეცნენ ბიზნესის წარმომადგენლებს, კერძოდ შეხვედრა გაიმართა სატუმროების ქსელის "კრისტალის" მფლობელთან ვლადიმერ სტეფანიანთან.

 

4


კომიტეტის ვიზიტი, ფრისტაილში 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატისა და 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩასატარებლად მშენებარე ინფრასტრუქტურული ობიექტების გაცნობით დასრულდა.