აღმაშენებლის ქუჩაზე სკვერი მოეწყობა

აღმაშენებლის ქუჩაზე სკვერი მოეწყობა

ბორჯომში, აღმაშენებლის ქუჩაზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ სკვერის მოწყობის პროცესი დაიწყო.
პროექტის მიხედვით მოეწყობა დასასვენებელი და საბავშვო ზონები, განთავსდება ფანჩატური, სკამები და მოაჯირი. დამონტაჟდება სასმელი წყლის ბიუვეტი და გარე განათება. ტერიტორია გამწვანდება.


დაგეგმილ სამუშაოებს მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ზაალიშვილი, მერის მოადგილესთან იოსებ რაზმაძესთან, ქალაქ ბორჯომში მერის წარმომადგენელთან ნანა ჭალიძესთან და მონიტორინგის სამსახურის უფროსთან გიორგი ტაბატაძესთან ერთად გაეცნო.


სამუშაოებს შპს „ცენტრ ლაინი“ ასრულებს. სკვერის მოწყობის ღირებულება 76 093 ლარს შეადგენს.
სკვერის მოწყობის პროცესი სექტემბრის პირველ ნახევარში დასრულდება.