კობა კობალაძემ ბორჯომში მცხოვრებ ვეტერანებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა

კობა კობალაძემ ბორჯომში მცხოვრებ ვეტერანებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ ბორჯომში მცხოვრებ ვეტერანებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა.


შეხვედრას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მრჩევლები ვლადიმერ იმნაძე და დავით თევზაძე, ბორჯომის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ზაალიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ოთარ არბოლიშვილი ესწრებოდნენ.


შეხვედრაზე კობა კობალაძემ ვეტერანებს ის პროექტები გააცნო, რომლებიც მთავრობის ხელშეწყობით და სხვადასხვა უწყებებთან კოორდინირებული მუშაობით, რეგიონში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების სოციალური, ეკონომიკური და ჯანდაცვის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ხორციელდება. აქცენტი გაკეთდა იმ პრიორიტეტული პროგრამების შემუშავებაზე, რომელთა განხორციელება მნიშვნელოვანია არსებული გამოწვევების დროულად დასაძლევად.
ვეტერანებმა, თავის მხრივ, ისაუბრეს ისეთ პრობლემურ საკითხებზე, როგორიცაა საყოფაცხოვრებო სუბსიდიის გაზრდა, უფასო იურიდიული და სამედიცინო მომსახურება, ვეტერანთა როლის წარმოჩენა და სხვა.


ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, უწყების ხელმძღვანელს გააცნეს ის მუნიციპალური პროგრამები, რომლებიც ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სამსახურის ბენეფიციართა სოციალური და ეკონომიკური მხარდაჭერის მიზნით ხორციელდება.
შეხვედა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. ვეტერანებმა, მათთვის ყველა მნიშვნელოვან კითხვაზე ამომწურავი პასუხი მიიღეს. შეხვედრაზე გაჟღერდა, რომ პრობლემურ საკითხებს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის გადაწყვეტილებით შექმნილი, სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეისწავლის და მათი გადაჭრის გეგმას შეიმუშავებს.


სამსახურის დირექტორის გეგმიური შეხვედრები რეგიონებში მცხოვრებ ვეტერანებთან და თვითმმართველობის წარმომადგენლებთან, მიზნად ისახავს, სამსახურის ბენეფიციართა სოციალურ- ეკონომიკურ და ჯანდაცვის სფეროში არსებული გამოწვევების დასაძლევად სხვადასხვა უწყებების მეტი ჩართულობის უზრუნველყოფას და ქმედითი ნაბიჯების გადადგმას.