“აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა”- ჩემპიონატები ზიპლაინსა და პეინტბოლში

“აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა”- ჩემპიონატები ზიპლაინსა და პეინტბოლში

ახალგაზრდული მედიაკავშირის ორგანიზებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერზე პასუხისმგებელი პირის ეკატერინე ბრონიკოვას მხარდაჭერით, ბორჯომში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და ვეტერანთა საყოველთაო პროექტი “აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა” განხორციელდა.


ღონისძიებების ეპიცენტრი სოფელი ჩითახევი იყო. ომის ვეტერანებმა, სამხედრო მისიებში დაჭრილმა ჯარისკაცებმა, პარასპორტსმენებმა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სხვა პირებმა ზიპლაინისა და პეინტბოლის ჩემპიონატებში მიიღეს მონაწილეობა.


პროექტი ხელს უწყობს გაეროს 2006 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენციის 30-ე მუხლის იმპლემენტაციას. პროექტის მიზანია, კონვენციის იმპლემენტაციის აღსრულების ხელშეწყობა და შშმ პირთა თანაბარუფლებრივი მდგომარეობის დამკვიდრება საზოგადოებაში.