ბორჯომის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში სპექტაკლის პრემიერა გაიმართება

ბორჯომის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში სპექტაკლის პრემიერა გაიმართება

30-31 ივლისს, ბორჯომის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში სპექტაკლის პრემიერა გაიმართება. "ცილინდრი" ასე ჰქვია სპექტაკლს, რომელსაც ბორჯომის სახალხო თეატრი წარმოგიდგენთ.


ავტორი - ედუარდო დე ფილიპო ;
რეჟისორი - ლუკა ინწკირველი ;
სცენოგრაფია - პეტრე დიასამიძე.


სპექტაკლში მონაწილეობენ: მარიამ ლომიძე, სალომე მიქელაშვილი, თამარ გელაშვილი, ბაქარ ლომიძე, ზანგურ ანდღულაძე და ზაკო ხოჭოლავა.


დასაწყისი 19:00 სთ, ბილეთის ფასი: 5 ლარი. მისამართი : ქალაქი ბორჯომი, კოსტავას ქ. N3.


სპექტაკლის ჩვენება, კორონავირუსის პრევენციის მიზნით დაწესებული რეგულაციების სრული დაცვით გაიმართება.