სოფელ ანდეზიტში სასმელი წყლის რეზერვუარისა და საქლორატოროს მოწყობა მიმდინარეობს

სოფელ ანდეზიტში სასმელი წყლის რეზერვუარისა და საქლორატოროს მოწყობა მიმდინარეობს

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ანდეზიტში სასმელი წყლის რეზერვუარისა და საქლორატოროს მოწყობა მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში 150 კბმ-ს მოცულობის ახალი რეზერვუარი მოეწყობა.

სამუშაოები 114 114 ლარი დაჯდება.

ბორჯომის მერიის მიზანი მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებულ სოფლებში სასმელი წყლის ხარისხის გაუმჯობესება და წყალმომარაგების ქსელის გამართული ფუნქციონირებაა.