ბორჯომის მუნიციპალიტეტში ვაქცინაციის ოპერატიული შტაბი ჩამოყალიბდა

ბორჯომის მუნიციპალიტეტში ვაქცინაციის ოპერატიული შტაბი ჩამოყალიბდა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოფლად მცხოვრები მოსახლეობის COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით იმუნიზაციის ხელშეწყობის მიზნით, ჩამოყალიბდა ვაქცინაციის ოპერატიული შტაბი.


ვაქცინაციის მსურველებმა, გადაადგილების ან დარეგისტრირების პრობლემის არსებობის შემთხვევაში, შეგიძლიათ მიმართოთ ოპერატიულ შტაბს. ასევე, მოსახლეობის ვაქცინაციის გააქტიურების ხელშეწყობის მიზნით, ნებისმიერ პირს შეუძლია შტაბს წარუდგინოს საკუთარი ხედვა და ინიციატივა.


ოპერატიული შტაბის საკონტაქტო პირია: ლეილა ნოზაძე. ოპერატიულ შტაბს შემდეგ ნომრებზე დაუკავშირდებით:

  • (0 367) 22 44 99
  • (0 367) 22 33 55
  • 551 11 04 19