ტელეფონი
0367 22 44 99ფეხბურთის ფესტივალი გაიმართა
8-9 ივნისს, ახალციხის ცენტრალურ სტადიონზე, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და საფეხბურთო კლუბ დინამო თბილისის აკადემიის ერთობლ...
ტელეფონი
0367 22 44 99ელ.ფოსტა
borjomimunicipality@gmail.comსამუშაო საათები
ორშ-პარ: 09:00 - 18:00ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდობასთან ურთიერთობისა და ტურიზმის განყოფილების ორგანიზებით, ფრენბურთში ორგანიზაცია-დაწესებულებებს შორის ჩემპიონატის ფინალი გაიმართა. ერთმანეთს ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და სასპორტო სკოლის გუნდები დაუპირისპირდნენ. გამარჯვება ბორჯომის სასპორტო სკოლამ მოიპოვა.
ჩემპიონატში სულ 11 გუნდი მონაწილეობდა. საპრიზო ადგილზე გასულ გუნდებს სიგელები, მედლები და ფულადი ჯილდო გადაეცათ:
ადგილი - სასპორტო სკოლა (გადაეცა 900 ლარი)
ადგილი - ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო (გადაეცა 600 ლარი)
ადგილი - ბორჯომის რესურსცენტრი (გადაეცა 300 ლარი)
ფინალს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გიორგი ტაბატაძე, საკრებულოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილი, მისი მოადგილე გიორგი ფერაძე, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდობასთან ურთიერთობისა და ტურიზმის განყოფილების უფროსი შალვა გოგოლაძე, კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა საკითხთა კომისიის თავმჯდომარე მამუკა ლურსმანაშვილი, ასევე მერიის და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.