2022-12-23

საახალწლოდ 677 ბენეფიციარს დახმარება გაეწია

ბორჯომის მერიამ სოციალური პროგრამის ფარგლებში საახალწლო დახმარება გასცა. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ სოციალური პროგრამის ფარგლებში, საახალწლოდ 677 ბენეფიციარზე ფულადი დახმარება გასცა. ჯამში, აღნიშნული მიზნისათვის 68 300 ლარი გამოიყო. ბორჯომის მერიის მიზანია, ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერა. დახმარება 14 კატეგორიაზე გაიცა:

✔ მრავალშვილიანი ოჯახები ;

✔დედ-მამით ობოლი 18 წლამდე ასაკის ბავშვები ;

✔ 18 წლამდე ასაკის შშმ პირები ;

✔მარტოხელა მშობლები ;

✔ დიდი სამამულო ომის ვეტერანები ;

✔დიდი სამამულო ომის ვეტერანებთან გათანაბრებული პირები ;

✔ დიდ სამამულო ომში გარდაცვლილი ოჯახის წევრები ;

✔ ომის შემდგომ პერიოდში გარდაცვლილთა ოჯახის წევრები ;

✔ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომის მონაწილე ვეტერანები;

✔ საქართველოს მთლიანობისთვის ომის შშმ პირები(მათ შორის დევნილებიც) ;

✔ ავღანეთის ომის ვეტერანები ;

✔ჩერნობილის ავარიის დროს მოწამლული პირები ;

✔ 9 აპრილის მშვიდობიანი აქციის დარბევისას მოწამლული პირები ;

✔ 18 წლის ზევით საპენსიო ასაკამდე I ჯგუფის შშმ პირები.

საახალწლოდ 677 ბენეფიციარს დახმარება გაეწია

სხვა სიახლეები

ფეხბურთის ფესტივალი გაიმართა
2024-06-10
სიახლეები
ფეხბურთის ფესტივალი გაიმართა

8-9 ივნისს, ახალციხის ცენტრალურ სტადიონზე, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და საფეხბურთო კლუბ დინამო თბილისის აკადემიის ერთობლ...

პროექტის ,,აჩუქე წიგნის" ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობას წიგნები გადაეცათ
2023-04-23
სიახლეები
პროექტის ,,აჩუქე წიგნის" ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობას წიგნები გადაეცათ

23 აპრილი წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით კამპანიის "აჩუქე წიგნის" ფარგლებში, ბორჯომის ა(ა)იპ საბი...

გარემოს დაცვისა და აგრარულ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის სხდომა გაიმართა
2023-04-28
სიახლეები
გარემოს დაცვისა და აგრარულ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის სხდომა გაიმართა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გარემოს დაცვისა და აგრარულ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც ამავე კომი...