ტელეფონი
0367 22 44 99ფეხბურთის ფესტივალი გაიმართა
8-9 ივნისს, ახალციხის ცენტრალურ სტადიონზე, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და საფეხბურთო კლუბ დინამო თბილისის აკადემიის ერთობლ...
ტელეფონი
0367 22 44 99ელ.ფოსტა
borjomimunicipality@gmail.comსამუშაო საათები
ორშ-პარ: 09:00 - 18:0031 დეკემბერს, ბორჯომის მერაბ კოსტავას სახელობის ახლადრეაბილიტირებულ სკვერში საახალწლო ღონისძიება ჯგუფი ,,რეგიონის" კონცერტით დასრულდა. საახალწლო ნაძვის ხესთან არსებული სცენიდან ბორჯომელებს ახალი წელი მიულოცა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა ოთარ არბოლიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ზაალიშვილმა, მერის მოადგილემ გიორგი ტაბატაძემ და დეკანოზმა იოანე (ხეცურიანმა).
მერაბ კოსტავას სახელობის ახლად რეაბილირირებულ სკვერში, მთელი დღის მანძილზე საბავშვო -გასართობ სივრცეებში პატარებისთვის სხვადასხვა ტიპის აქტივობები გაიმართა, მათ შორის ანიმატორები და ოჩოფეხები, სახეზე ხატვის კუთხე,
ინსტალაცია „მარხილი“ - პატარებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ჩამსხდარიყვნენ მარხილში და თოვლის პაპასთან გადაეღოთ სურათები. თოვლის პაპა, ზღაპრის გმირები ჯუჯები და ელფები მთელი დღის მანძილზე ზრუნავდნენ პატარების საახალწლო განწყობაზე. ასევე მოეწყო საჰაერო შოუ - „მფრინავი ბალერინა“.
მუნიციპალიტეტის პირველმა პირებმა და დეკანოზმა იოანე (ხეცურიანმა) ქალაქის სახელის ქვეყნის ფარგლებს გარეთ გატანისთვის სხვადასხვა სფეროში წარმატებული ბორჯომელები: საოპერო მომღერალი რამაზ ჩიკვილაძე, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე დიმიტრი ხაჩიძე, ალპინისტი („ოქროს წერაყინის“ მფლობელი) ბაქარ გელაშვილი, უძლიერეს მამაკაცთა შორის სამგზის მსოფლიო რეკორდის მფლობელი გიორგი ტალახაძე და მოჭადრაკე ბარბარე შონია 1000-ლარიანი ვაუჩერითა და სამახსოვრო საჩუქრებით დააჯილდოვეს.
დღის ბოლოს ადგილობრივი ვოკალური ანსამბლების მონაწილეობით კონცერტი გაიმართა.
სადღესასწაულო ღონისძიებები ,,მრავალჟამიერით" და ფეიერვერკით დასრულდა.