ტელეფონი
0367 22 44 99ფეხბურთის ფესტივალი გაიმართა
8-9 ივნისს, ახალციხის ცენტრალურ სტადიონზე, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და საფეხბურთო კლუბ დინამო თბილისის აკადემიის ერთობლ...
ტელეფონი
0367 22 44 99ელ.ფოსტა
borjomimunicipality@gmail.comსამუშაო საათები
ორშ-პარ: 09:00 - 18:00ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში საფინანსო-საბიუჯეტო, ეკონომიკისა და ქონების მართვის კომისიის თავმჯდომარემ ელზა კუჭუხიძემ ამავე კომისიის სხდომა გამართა, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილიც ესრებოდა.
ასევე, გაიმართა ბიუროს სხდომა, სადაც დეპუტატებმა საკრებულოს სხდომის დღის წესრიგი დაამტკიცეს:
„ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 25 თებერვლის N53 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ;
„ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 17 მარტის N11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ;
„ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 აპრილის N33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ;
„ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკურ თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა რანგირების, საშტატო ნუსხის და თანამდებობრივი სარგოს განსაზღვრის შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 17 მარტის N8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ;
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ამბულატორიები) უზუფრუქტის უფლებით გადაცემის შესახებ;
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელსა და დაბებზე თანხის გადანაწილების შესახებ;
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გარემოს დაცვისა და აგრარულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის ანგარიში 2022 წელს გაწეული მუშაობის შესახებ;
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ;
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო, ეკონომიკისა და ქონების მართვის კომისიის ანგარიში 2022 წელს გაწეული მუშაობის შესახებ;
დაბა ბაკურიანში მდებარე გეოგრაფიული ობიექტის (ქუჩის) სახელდების შესახებ;
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლებში რველში, ზანავსა და კორტანეთში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩა) სახელდების შესახებ;
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნის შესახებ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 24 დეკემბრის Nგ-17.17213586 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ;
შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს, პარასკევს, 12:00 საათზე საკრებულოს გეგმიური სხდომა გაიმართება.