ტელეფონი
0367 22 44 99ფეხბურთის ფესტივალი გაიმართა
8-9 ივნისს, ახალციხის ცენტრალურ სტადიონზე, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და საფეხბურთო კლუბ დინამო თბილისის აკადემიის ერთობლ...
ტელეფონი
0367 22 44 99ელ.ფოსტა
borjomimunicipality@gmail.comსამუშაო საათები
ორშ-პარ: 09:00 - 18:00მდგრადი განვითარების მიზნების ეროვნული დოკუმენტი წარმოაჩენს გლობალური მდგრადი განვითარების მიზნების პრიორიტეტებს ეროვნულ დონეზე, რომლის მიზანია მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების ხელშეწყობა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული ეროვნული პოლიტიკის დანერგვა 2030 დღის წესრიგის შესაბამისად.
მდგრადი განვითარების მიზნების ეროვნული დოკუმენტი მომზადდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ, რომელიც სრულად ეყრდნობა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის 2015 წლის 25 სექტემბერს A/RES/70/1 და 2017 წლის 6 ივლისის A/RES/71/313 რეზოლუციებს. მისი კომპლექსურობის გათვალისწინებით, სამთავრობო, არასამთავრობო, კერძო, აკადემიური და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მჭიდრო თანამშრომლობისა და აქტიური მუშაობის შედეგად თითოეული სექტორული ამოცანის შესრულება გაიწერა დროში და დადგინდა 200 ინდიკატორის საბაზისო და სამიზნე მაჩვენებლები (2030 წლისთვის).
მდგრადი განვითარების მიზნების ეროვნული დოკუმენტი თანაზომიერად ეხება მდგრადი განვითარების 3 განზომილებას - ეკონომიკურს, სოციალურს და გარემოსდაცვითს და წარმოადგენს იმ მიზნების, ამოცანების და ინდიკატორების ეროვნულ განსაზღვრებას, რომლის შესაბამისადაც საქართველო უზრუნველყოფს ეროვნული და სექტორული პოლიტიკის დაგეგმვას 2030 წლამდე.
https://www.borjomi.gov.ge/ka/content/828/meria