ტელეფონი
0367 22 44 99ფეხბურთის ფესტივალი გაიმართა
8-9 ივნისს, ახალციხის ცენტრალურ სტადიონზე, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და საფეხბურთო კლუბ დინამო თბილისის აკადემიის ერთობლ...
ტელეფონი
0367 22 44 99ელ.ფოსტა
borjomimunicipality@gmail.comსამუშაო საათები
ორშ-პარ: 09:00 - 18:00ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გარემოს დაცვისა და აგრარულ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარემ და ქალაქის N1 ოლქის მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ იობაშვილმა 1991 წელს დაასრულა ქალაქ ვორონეჟის ტექნიკური ინსტიტუტი, ის პროფესიით ინჟინერ-მექანიკოსია.
ბატონმა მერაბმა 1993 წელს მუშაობა დაიწყო სს „საქართველოს მინერალურ წყლებში“ და 9 წლის გამავლობაში აღნიშნული დაწესებულების დირექტორი იყო.
2002-2006 წლებში ის ბორჯომის N2 ჩამომსხმელ ქარხანაში წარმოების უფროსი იყო.
2006 წლიდან მერაბ იობაშვილი პოლიტიკურ საქმიანობაში ჩაერთო. 2006-2008 წლებში ბორჯომის რაიონულ გამგეობაში, გამგებლის თანაშემწე იყო. 2008 წლიდან, 7 წლის განმავლობაში, შპს „ბორჯომის კეთილმოწყობის სამსახურის“ დირექტორი იყო. 2015 წლიდან 2019 წლამდე კი ა(ა)იპ „ბორჯომის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის“ დირექტორი.
2019-2020 წლებში ბატონი მერაბი ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი იყო ტბის ტერიტორიულ ერთეულში. 2020-2021 წლებში კი ა(ა)იპ „ბორჯომის ცენტრალური პარკის“ - დირექტორი.
2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ მერაბ იობაშვილი ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გარემოს დაცვისა და აგრარულ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარე და ქალაქის N1 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატია.
მერაბ იობაშვილი ყოველთვის მზად არის მოქალაქეების მისაღებად და მათ დასახმარებლად. მისი სამუშაო საათებია ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გარემოს დაცვისა და აგრარულ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარის მერაბ იობაშვილის და ზოგადად საკრებულოს საქმიანობის შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ: www. Borjomi.gov.ge-ზე და ოფიციალურ FB გვერდზე: ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო / Borjomi Municipality City Council.