2023-06-06

ავტობაზის ტერიტორიაზე მდებარე შენობისა და ტერიტორიის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

მესხეთის ქუჩაზე არსებული ავტობაზის ტერიტორიაზე მდებარე შენობისა და ტერიტორიის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის თანახმად, დაგეგმილია ძველი ამორტიზებული შენობების დემონტაჟი, ადმინისტრაციული შენობის სრული რეაბილიტაცია და ავტობუსის სადგომების მოწყობა მეტალის კონსტრუქციით. ასევე, ტერიტორიაზე განთავსდება ავტობუსების სამრეცხაო და სახელოსნო. ამასთან, მოეწყობა ფერდის დამჭერი საყრდენი კედელი, დამონტაჟდება გარე განათების სისტემა და მოწესრიგდება კანალიზაციის ქსელი.

სამუშაოების მიმდინარეობას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ოთარ არბოლიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილი, მერის მოადგილე გიორგი ტაბატაძე, საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ლევან თედიაშვილი და ინფრასტრუქტურის და ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები ადგილზე გაეცნენ.

სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.

ავტობაზის ტერიტორიაზე მდებარე შენობისა და ტერიტორიის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ფოტო გალერეა

სხვა სიახლეები

ფეხბურთის ფესტივალი გაიმართა
2024-06-10
სიახლეები
ფეხბურთის ფესტივალი გაიმართა

8-9 ივნისს, ახალციხის ცენტრალურ სტადიონზე, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და საფეხბურთო კლუბ დინამო თბილისის აკადემიის ერთობლ...

პროექტის ,,აჩუქე წიგნის" ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობას წიგნები გადაეცათ
2023-04-23
სიახლეები
პროექტის ,,აჩუქე წიგნის" ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობას წიგნები გადაეცათ

23 აპრილი წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით კამპანიის "აჩუქე წიგნის" ფარგლებში, ბორჯომის ა(ა)იპ საბი...

გარემოს დაცვისა და აგრარულ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის სხდომა გაიმართა
2023-04-28
სიახლეები
გარემოს დაცვისა და აგრარულ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის სხდომა გაიმართა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გარემოს დაცვისა და აგრარულ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც ამავე კომი...