ტელეფონი
0367 22 44 99ფეხბურთის ფესტივალი გაიმართა
8-9 ივნისს, ახალციხის ცენტრალურ სტადიონზე, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და საფეხბურთო კლუბ დინამო თბილისის აკადემიის ერთობლ...
ტელეფონი
0367 22 44 99ელ.ფოსტა
borjomimunicipality@gmail.comსამუშაო საათები
ორშ-პარ: 09:00 - 18:00ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯომარემ სალომე თედელურმა 2012 წელს დაასრულა საერთაშორისო ურთიერთობათა უნივერსიტეტი, ბიზნესის მართვის ფაკულტეტი.
უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობა თავისი სპეციალობით დაიწყო და რამდენიმე წელი ემსახურა აღნიშნულ პროფესიას.
სალომე თედელური 2012-2013 წლებში შპს „იოლი სუპერმარკეტში“ ბუღალტერ-ოპერატორი იყო. შემდეგ, მან მუშაობა შპს „ოკეანეში“ გააგრძელა, სადაც ერთი წლის განმავლობაში ბუღალტერის თანაშემწედ მუშაობდა.
2014-2016 წლებში ის შპს „სანდო“ მთავარი ბუღალტერი იყო. 2017-2018 წლებში კი შპს „ჯორჯიან ალიანსის“ ბუღალტერ-ოპერატორი.
2019 წელს მან მუშაობა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ „ბორჯომის საზოგადოებრივ ტრანსპორტში“, სადაც 2021 წლამდე ბუღალტრად მუშაობდა.
2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, სალომე თედელური ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯომარეა.
ასევე, ის არის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის წევრი.
2023 წლის მარტიდან სალომე თედელური ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარეცაა.
მისი სამუშაო საათებია ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00. ის ყოველთვის მზად არის მოქალაქეებთან შესახვედრად და მათ დასახმარებლად.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯომარის სალომე თედელურის და ზოგადად საკრებულოს საქმიანობის შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ: www. Borjomi.gov.ge-ზე და საკრებულოს ოფიციალურ FB გვერდზე: ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო / Borjomi Municipality City Council