ტელეფონი
0367 22 44 99ფეხბურთის ფესტივალი გაიმართა
8-9 ივნისს, ახალციხის ცენტრალურ სტადიონზე, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და საფეხბურთო კლუბ დინამო თბილისის აკადემიის ერთობლ...
ტელეფონი
0367 22 44 99ელ.ფოსტა
borjomimunicipality@gmail.comსამუშაო საათები
ორშ-პარ: 09:00 - 18:00ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ლევან თედიაშვილმა 2007 წელს დაამთავრა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალციხის ფილიალი, ფაკულტეტი - საბანკო საქმე და ფინანსები.
ბატონი ლევანი 2000-20018 წლებში აქტიური სპორტული კარიერით იყო დაკავებული. ის თამაშობდა ფეხბურთს საქართველოს სხვადასხვა გუნდში, მათ შორის - ბორჯომის „ბორჯომი“, ახალციხის „მესხეთი“, ფოთის „კოლხეთი“, გორის „დილა“ და ბორჯომის „ბორჯომი 2013“.
2018 წელს სპორტული კარიერა დაასრულა და მუშაობა დაიწყო ა(ა)იპ „ბორჯომის სასპორტო სკოლაში. ის 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ა(ა)იპ სასპორტო სკოლის დირექტორის მოადგილე იყო.
2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ლევან თედიაშვილი ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი და ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილეა.
ის არის ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საკითხთა და ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიების წევრი. ასევე, გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრი.
მისი სამუშაო საათებია ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00. ის ყოველთვის მზად არის მოქალაქეების მისაღებად და მათ დასახმარებლად.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯომარის ლევან თედიაშვილის და ზოგადად საკრებულოს საქმიანობის შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ: www.Borjomi.gov-ზე და ოფიციალურ FB გვერდზე: ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო / Borjomi Municipality City Council.