ტელეფონი
0367 22 44 99ფეხბურთის ფესტივალი გაიმართა
8-9 ივნისს, ახალციხის ცენტრალურ სტადიონზე, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და საფეხბურთო კლუბ დინამო თბილისის აკადემიის ერთობლ...
ტელეფონი
0367 22 44 99ელ.ფოსტა
borjomimunicipality@gmail.comსამუშაო საათები
ორშ-პარ: 09:00 - 18:00ბორჯომის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა ყაზახეთის ქ. ატირაუდან სამუშაო ვიზიტით მყოფ დელეგაციას უმასპინძლეს.
შეხვედრაზე მხარეებმა საინვესტიციო თანამშრომლობის, სავაჭრო, ეკონომიკური, საგანმანათლებლო, სპორტული, კულტურული და ტურიზმის განვითარების აქტუალური საკითხები განიხილეს.
ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების ძირითადი მიზანი ტურიზმის განვითარებაა, რაც გულისხმობს 12 თვის განმავლობაში აღნიშნული ქალაქიდან ბორჯომის მუნიციპალიტეტში დამსვენებელთა კიდევ უფრო დიდი ნაკადით შემოსვლას, მათი ადგილობრივი სასტუმროებით, სანატორიუმებითა და მათში არსებული სამკურნალო-გამაჯანსაღებელი პროცედურებით დაინტერესებას, რომელთა უნიკალური თვისებების გარანტი სწორედ მინერალური წყალი „ბორჯომია“.
სამუშაო შეხვედრის შემდეგ, ქ. ატირაუდან ჩამოსული დელეგაციისათვის, IDS ბორჯომი-საქართველოს N1 და N2 ჩამომსხმელ ქარხნებში, საინფორმაციო ტური გაიმართა. ისინი ადგილზე გაეცნენ ქარხნების მუშაობის სპეციფიკას, როგორ ისხმება მსოფლიოში ცნობილი „ბორჯომი“, „ლიკანი“, „ბაკურიანი“. საინფორმაციო ტური შემდეგ სანატორიუმ „ბორჯომი პალასსა“ და სასტუმრო „ბორჯომი ლიკანში“ გაგრძელდა. დელეგაცია შეხვდა მათ ხელმძღვანელ პირებს და სწორედ მათგან მოისმინეს თუ როგორ მუშაობენ, რა სახის შეთავაზებები აქვთ სტუმრებისათვის, რა ტიპის სამკურნალო-გამაჯანსაღებელი პროცედურებით სარგებლობა შეუძლიათ დამსვენებლებს და ა.შ
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელებთან ერთად ქ. ატირაუდან სამუშაო ვიზიტით მყოფი დელეგაცია იმყოფებოდა დაბა ბაკურიანში, სადაც მათ ბაკურიანის საბაგიროები და სასტუმროები მოინახულეს. შემდეგ კი უნიკალურ სოფელ ტაბაწყურსაც ესტუმრნენ.
ქალაქი ბორჯომისა და ქალაქი ატირაუს ხელმძღვანელი პირების ინტენსიური შეხვედრების მიზანია ორი ქალაქის კიდევ უფრო დაახლოება და მათი დამეგობრება. მემორანდუმს, აღნიშნული ქალაქების დამეგობრების შესახებ, ხელი მოეწერება სექტემბერში „ბორჯომქალაქობის“ დღესასწაულზე.
„ერთი თვის წინ, სამუშაო ვიზიტით ვიმყოფებოდით ქ. ატირაუში. ახლა კი დელეგაციას ჩვენ ვმასპინძლობთ. ორმხრივი ურთიერთობების მიზანია საბოლოო დამეგობრება, რაც სექტემბერში მემორანდუმით გაფორმდება და ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება. ჩვენი მიზანია, რომ ტურისტები მთელი წლის განმავლობაში მივიღოთ და დავაინტერესოთ ჩვენი უნიკალური ქალაქით. რაც მთავარია, ერთმანეთს გავუზიაროთ გამოცდილება კულტურულ-საგანმანათლებლო, ეკონომიკური და ტურიზმის მიმართულებით“ -აღნიშნა ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ზაალიშვილმა.