2024-01-10

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა თებეს ბენეფიციარებს ახალი წელი მიულოცეს

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ოთარ არბოლიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილი, ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ლევან თედიაშვილი და იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე მაკა მანჯავიძე დღის ცენტრ „თებეს“ ბენეფიციარებს ესტუმრნენ და ახალი წელი პირადად მიულოცეს.

ბორჯომის მუნიციპალიტეტში დღის ცენტრი „თებე“ 2018 წლიდან ფუნქციონირებს და ამჟამად 40-მდე ბენეფიციარს ემსახურება.

დღის ცენტრის ბენეფიციარებს შესაძლებლობა აქვთ ჩაერთონ სხვადასხვა აქტივობაში, რომელიც გულისხმობს როგორც აკადემიური, ასევე ფუნქციური და ყოველდღიური ცხოვრებისეული უნარების გამომუშავება-გაუმჯობესებას.

თითოეული ბენეფიციარი ინდივიდუალური გეგმით იმართება, რომელიც 6 თვის მანძილზეა გაწერილი.

დღის ცენტრში ფუნქციონირებს მინანქრის, ხის ნივთების, სუვენირების/აქსესუარების შესწავლის წრეები, რომელშიც „თებეს“ ზრდასრული ბენეფიციარები აქტიურად არიან ჩართულნი.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა თებეს ბენეფიციარებს ახალი წელი მიულოცეს

ფოტო გალერეა

სხვა სიახლეები

ფეხბურთის ფესტივალი გაიმართა
2024-06-10
სიახლეები
ფეხბურთის ფესტივალი გაიმართა

8-9 ივნისს, ახალციხის ცენტრალურ სტადიონზე, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და საფეხბურთო კლუბ დინამო თბილისის აკადემიის ერთობლ...

პროექტის ,,აჩუქე წიგნის" ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობას წიგნები გადაეცათ
2023-04-23
სიახლეები
პროექტის ,,აჩუქე წიგნის" ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობას წიგნები გადაეცათ

23 აპრილი წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით კამპანიის "აჩუქე წიგნის" ფარგლებში, ბორჯომის ა(ა)იპ საბი...

გარემოს დაცვისა და აგრარულ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის სხდომა გაიმართა
2023-04-28
სიახლეები
გარემოს დაცვისა და აგრარულ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის სხდომა გაიმართა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გარემოს დაცვისა და აგრარულ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც ამავე კომი...