telephone
0367 22 44 99ფეხბურთის ფესტივალი გაიმართა
8-9 ივნისს, ახალციხის ცენტრალურ სტადიონზე, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და საფეხბურთო კლუბ დინამო თბილისის აკადემიის ერთობლ...
telephone
0367 22 44 99working hours
ორშ-პარ: 10:00 - 18:00ბორჯომის საჯარო სკოლებს შორის ინტელექტუალური თამაშის რა? სად? როდის? შემოდგომა-ზამთრის სეზონი დასრულდა.
გამარჯვებული N1 საჯარო სკოლის გუნდი „ალტე“ გახდა. სეზონის საუკეთესო მოაზროვნის ტიტული კი ამავე გუნდის წევრმა ლუკა არსანიძემ მოიპოვა, რომელსაც „ბარდასის“ მფლობელმა დავით ბარდაძემ სიმბოლური საჩუქარი გადასცა. მეორე და მესამე ადგილი N4 საჯარო სკოლის გუნდმა „მეოთხე“ და N1 საჯარო სკოლის გუნდმა „არგონავტები“ გაინაწილეს.
გამარჯვებულები გარდამავალი ბუს ქანდაკებით, სიგელებითა და წიგნებით ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ზაალიშვილმა დააჯილდოვა. საპატიო სიგელები გადაეცა ფინალში მოთამაშე ყველა გუნდის წევრს.
ინტელექტუალურ თამაშებს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე მაკა მანჯავიძე, საკრებულოს დეპუტატი ხათუნა ხარაზიშვილი და ბიუროს წარმომადგენელი შოთა ბერიძე ესწრებოდნენ.
ინტელექტუალური თამაშის ორგანიზატორია ბორჯომის მუნიციპალიტეტი, საბიბლიოთეკო გაერთიანება და ბორჯომის ინტელექტკლუბი. ბორჯომში რა? სად? როდის? - ის უცვლელი წამყვანი ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე და ბორჯომის ინტელექტკლუბის ხელმძღვანელი გიორგი ფერაძეა.
ინტელექტუალურ თამაშებს მთელი სეზონის განმავლობაში ტრადიციულად N3 საჯარო სკოლამ უმასპინძლა. ბორჯომში „მეგატექნიკის“ მფლობელმა, საკრებულოს დეპუტატმა დავით შონიამ სკოლას რამდენიმეწლიანი თანამშრომლობისთვის სიმბოლური საჩუქარი გადასცა.