telephone
0367 22 44 99ფეხბურთის ფესტივალი გაიმართა
8-9 ივნისს, ახალციხის ცენტრალურ სტადიონზე, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და საფეხბურთო კლუბ დინამო თბილისის აკადემიის ერთობლ...
telephone
0367 22 44 99working hours
ორშ-პარ: 10:00 - 18:00ბორჯომის N3 საჯარო სკოლის სპორტის მასწავლებელს ვალერი ჟადანს საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის წოდების მინიჭება ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ზაალიშვილმა, მერის მოადგილემ გიორგი ტაბატაძემ, კულტურის განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა საკითხთა კომისიის წევრებმა, საკრებულოს დეპუტატებმა, ბორჯომის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა იზოლდა ლომიძემ და N3 საჯარო სკოლის დირექტორმა ხათუნა ხარაზიშვილმა პირადად მიულოცეს.
საკრებულოს თავმჯდომარემ საქართველოს დამსახურებულ მასწავლებელს აქტიური პედაგოგიური მოღვაწეობისთვის და ახალგაზრდებში სპორტული ცხოვრების წესის პოპულარიზაციისთვის მადლობის სიგელი და „მეგატექნიკის“ 500-ლარიანი ვაუჩერი გადასცა.
ვალერი ჟადანი აქტიურ პედაგოგიურ მოღვაწეობას 1985 წლიდან შეუდგა. ის ბორჯომის მუნიციპალიტეტში სპორტული ცხოვრების სულისჩამდგმელი და ერთ-ერთი აქტიური პედაგოგია. მან საქართველოს ნაკრებს არაერთი წარმატებული მძლეოსანი აღუზარდა. ის გახლავთ პროფესიონალი მწვრთნელი. მისი ხელმძღვანელობით ტარდება სხვადასხვა დონის რაიონული და საერთაშორისო დონის შეჯიბრებები. ის რამდენიმე ათწლეულია ბორჯომის N3 საჯაროს სკოლის მასწავლებელია და გამუდმებით ზრუნავს მოსწავლე-ახალგაზრდობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისთვის.
ბორჯომის მუნიციპალიტეტი ბატონ ვალერი ჟადანს კიდევ ერთხელ ულოცავს მიღწეულ შედეგს და უსურვებს შემდგომ წარმატებას!