telephone
0367 22 44 99ფეხბურთის ფესტივალი გაიმართა
8-9 ივნისს, ახალციხის ცენტრალურ სტადიონზე, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და საფეხბურთო კლუბ დინამო თბილისის აკადემიის ერთობლ...
telephone
0367 22 44 99working hours
ორშ-პარ: 10:00 - 18:00ბორჯომის მუნიციპალიტეტი მოსახლეობის დაავადებათა პრევენციის შემდგომი მკურნალობის ხელშეწყობისა და სოციალური პირობების გაუმჯობესების მიზნით, 23 პროგრამას ახორციელებს. 2023 წელს 10 პროგრამაში ცვლილება განხორციელდა.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, 18 წლამდე ასაკის ოთხი და მეტშვილიანი ოჯახების დახმარების პროგრამაში ცვლილებებია. ბორჯომის მუნიციპალიტეტისგან მრავალშვილიანი ოჯახები მიმდინარე წლიდან 50 ლარით მეტ დახმარებას მიიღებენ.
ქვეპროგრამის ფარგლებში, 18 წლამდე ასაკის ოთხი და
მეტ შვილიანი ოჯახები, რომლებიც რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მინიჭებული აქვთ სარეიტინგო ქულა 0-დან 160 000-მდე, ყოველთვიურად 250 ლარი მიიღებენ და ყოველ მომდევნო შვილზე დაემატებათ 50 ლარი. ხოლო, 200 ლარის ის ოჯახები მიიღებენ, რომლებიც არ არიან რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში. ასევე, 200 ლარით ყოველთვიურად დაფინანსდებიან 18 წლამდე ასაკის ის სამშვილიანი ოჯახები, რომელთაც ერთ-ერთი შვილი შშმ პირი ჰყავთ.