telephone
0367 22 44 99ფეხბურთის ფესტივალი გაიმართა
8-9 ივნისს, ახალციხის ცენტრალურ სტადიონზე, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და საფეხბურთო კლუბ დინამო თბილისის აკადემიის ერთობლ...
telephone
0367 22 44 99working hours
ორშ-პარ: 10:00 - 18:00ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში 104-ე ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონის მეთაურმა ვიცე-პოლკოვნიკმა გოჩა ბათაძემ, ასეულის სერჟანტმა რამინ ებრალიძემ და ოცეულის სერჟანტმა დავით ჩილინდრიშვილმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პროექტ „ტერიტორიული რეზერვის“ განახლებული პროგრამის შესახებ ისაუბრეს.
განახლებული პროგრამის შედეგად რეზერვში ჩარიცხული რეზერვისტების წლიური ანაზღაურება 2500+ ლარის ნაცვლად 4200+ ლარი იქნება. ასევე, ისინი, მოქმედი სამხედრო მოსამსახურეების მსგავსად, ჯანმრთელობის დაზღვევის სრული პაკეტით ისარგებლებენ.
ტერიტორიული რეზერვისთვის რეგისტრაციის გავლა საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირებს 18-დან 51 წლის ჩათვლით, მათ შორის, სტუდენტებს 18-დან 22 წლის ჩათვლით შეუძლიათ. ტერიტორიულ რეზერვში ჩარიცხულ მოქალაქეებს გაუფორმდებათ 4-წლიანი კონტრაქტი და საშუალება ექნებათ ისარგებლონ სოციალური და სამართლებრივი დაცვით.
მოქალაქეები გაივლიან 36-დღიან ინტენსიურ საბრძოლო მომზადებას, რომელიც თანაბრად გადანაწილდება 12 თვეზე (თვეში ერთი შაბათ-კვირა), ისინი რეზერვში სამსახურის დროს შეისწავლიან რეალურ საბრძოლო უნარებს. სტუდენტებს სარეზერვო სამსახურის ერთი კონტრაქტის შემდეგ სამხედრო სავალდებულო სამსახური გავლილად ჩაეთვლებათ.
საინფორმაციო ხასიათის შეხვედრას ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილი, მისი მოადგილეები გიორგი ფერაძე და ჯუმბერ კურტანიძე, მერის მოადგილე გიორგი ტაბატაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საბუთების მიღება მიმდინარეობს ორშ-ხუთ 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, ხოლო პარასკევს 10:00 საათიდან 12:00 საათამდე.
დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ დარეკოთ შემდეგ ნომრებზე: 591 55 05 68; 577 19 23 90 ან გაიაროთ ონლაინ რეგისტრაცია შემდეგ მისამართზე: onlinebct.mod.gov.ge