2023-02-22

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში იურიდიულ საკითხთა და გარემოს დაცვისა და აგრარულ საკითხთა კომისიის სხდომები გაიმართა

დღეს, 22 თებერვალს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში იურიდულ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც ამავე კომისიის თავმჯდომარე მაკა მანჯავიძე უძღვებოდა.

სხდომას ესწრებოდა ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილი.

კომისიის სხდომაზე დეპუტატებმა განიხილეს დღის წესრიგით განსაზღვრული საკითხები:

▶️2023 წლის 20 იანვარს წარმოდგენილი პეტიციის განხილვა;

▶️„ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 25 თებერვლის N53 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ - დადგენილების პროექტი;

▶️„ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების“ შესახებ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 აპრილის N33 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ - დადგენილების პროექტი;

▶️„ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 17 მარტის N11 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ - დადგენილების პროექტი;

▶️„ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკურ თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა რანგირების, საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოს ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 17 მარტის N8 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ - დადგენილების პროექტი.

ასევე, დღეს გარემოს დაცვისა და აგრარულ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარემ მერაბ იობაშვილმა ამავე კომისიის სხდომა გამართა.

სხდომაზე კომისიის წევრებმა განიხილეს მოქალაქეების მიერ შემოტანილი განცხადებები სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარის აგროტექნიკური სამუშაოების (ძირზე მოჭრა, გადაბელვა, ტოტების შეჭრა) შესახებ.

შეგეხსენებთ, რომ 24 თებერვალს, პარასკევს, 12:00 საათზე საკრებულოს გეგმიური სხდომა გაიმართება.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში იურიდიულ საკითხთა და გარემოს დაცვისა და აგრარულ საკითხთა კომისიის სხდომები გაიმართა

სხვა სიახლეები

ფეხბურთის ფესტივალი გაიმართა
2024-06-10
სიახლეები
ფეხბურთის ფესტივალი გაიმართა

8-9 ივნისს, ახალციხის ცენტრალურ სტადიონზე, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და საფეხბურთო კლუბ დინამო თბილისის აკადემიის ერთობლ...

პროექტის ,,აჩუქე წიგნის" ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობას წიგნები გადაეცათ
2023-04-23
სიახლეები
პროექტის ,,აჩუქე წიგნის" ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობას წიგნები გადაეცათ

23 აპრილი წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით კამპანიის "აჩუქე წიგნის" ფარგლებში, ბორჯომის ა(ა)იპ საბი...

გარემოს დაცვისა და აგრარულ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის სხდომა გაიმართა
2023-04-28
სიახლეები
გარემოს დაცვისა და აგრარულ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის სხდომა გაიმართა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გარემოს დაცვისა და აგრარულ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც ამავე კომი...