პოლიტიკური ფორუმი გენდერული თანასწორობისთვის

საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ორგანიზებით, დანიისა და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, “პოლიტიკური ფორუმი გენდერული თანასწორობისთვის” გაიმართა, რომელსაც პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა და გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში ნიკ ბერესფორდმა უმასპინძლეს.

? ფორუმს ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილი და ამავე საბჭოს წევრები: იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე მაკა მანჯავიძე, საკრებულოს წევრი ხათუნა ხარაზიშვილი და მერიის გენდერზე პასუხისმგებელი პირი ნატა თაბუნიძე ესწრებოდნენ.

ფორუმის მონაწილეებმა გენდერულად მგრძნობიარე პოლიტიკა და მასთან დაკავშირებული სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური საკითხები განიხილეს. ასევე, აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას შორის ურთიერთობის გაღრმავების გზებზე იმსჯელეს.

ყოველწლიური პოლიტიკური ფორუმი ქმნის თანამშრომლობის უნივერსალურ პლატფორმას, როგორც აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის, ასევე პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის, განვითარების საერთაშორისო წარმომადგენლებისა და სამოქალაქო საზოგადოებისთვის, ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე, შეაფასონ მიღწეული შედეგები და პოლიტიკაში თანასწორი წარმომადგენლობის და თანაბარი მონაწილეობის უზრუნველყოფისთვის მომავალი თანამშრომლობა დაგეგმონ.

პოლიტიკური ფორუმი გენდერული თანასწორობისთვის

Photo gallery

სხვა სიახლეები

ფეხბურთის ფესტივალი გაიმართა
2024-06-10
სიახლეები
ფეხბურთის ფესტივალი გაიმართა

8-9 ივნისს, ახალციხის ცენტრალურ სტადიონზე, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და საფეხბურთო კლუბ დინამო თბილისის აკადემიის ერთობლ...

პროექტის ,,აჩუქე წიგნის" ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობას წიგნები გადაეცათ
2023-04-23
სიახლეები
პროექტის ,,აჩუქე წიგნის" ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობას წიგნები გადაეცათ

23 აპრილი წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით კამპანიის "აჩუქე წიგნის" ფარგლებში, ბორჯომის ა(ა)იპ საბი...

გარემოს დაცვისა და აგრარულ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის სხდომა გაიმართა
2023-04-28
სიახლეები
გარემოს დაცვისა და აგრარულ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის სხდომა გაიმართა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გარემოს დაცვისა და აგრარულ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც ამავე კომი...