telephone
0367 22 44 99ფეხბურთის ფესტივალი გაიმართა
8-9 ივნისს, ახალციხის ცენტრალურ სტადიონზე, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და საფეხბურთო კლუბ დინამო თბილისის აკადემიის ერთობლ...
telephone
0367 22 44 99working hours
ორშ-პარ: 10:00 - 18:00საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციისა და ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის ორგანიზებით, ანტიდისკრიმინაციული პრინციპების დაცვის მიმართულებით, მუნიციპალიტეტებში არსებული გამოწვევების დაძლევისა და კარგი პრაქტიკების გაზიარების მიზნით, მასშტაბური შეხვედრა მოეწყო, რომელშიც 13 სამიზნე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
ბორჯომის მუნიციპალიტეტიდან შეხვედრას საკრებულოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილი და მერიის იურიდიული სამსახურის უფროსი თეა კიკაძე ესწრებოდნენ.
ღონისძიების გახსნით ნაწილში, საქართველოში ადამიანის უფლებებისა და მონაწილეობითი დემოკრატიის საკითხების მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზე და გრძელვადიან პრიორიტეტებსა და ამოცანებზე იმსჯელეს. პირველი სესია ინკლუზიისა და ანტიდისკრიმინაციის საკითხებზე არსებული ძირითადი კონცეფციების, კარგი პრაქტიკებისა და კონკრეტული ღონისძიებების პრეზენტაციებს დაეთმო, მეორე სესიაზე კი, შესაბამისი მონაცემების შეგროვებასა და ადგილობრივ დონეზე ანტიდისკრიმინაციული პრინციპების მეინსტრიმინგზე იმსჯელეს. ბოლოს კი, დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხების საკონტროლო სიის წინასწარ შემუშავებული ნიმუში განიხილეს. დოკუმენტი, რომელიც ყველა კომპონენტს მოიცავს, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკებს ეყრდნობა და ადგილობრივ კონტექსტსა და დეტალებს ითვალისწინებს.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრა პროექტის -“საქართველოში ადგილობრივ დონეზე მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება“ ფარგლებში მოეწყო, რომელიც ევროპის საბჭოს 2020-2023 წ. წ. საქართველოს სამოქმედო გეგმის შესაბამისად, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის, დემოკრატიისა და ადამიანის ღირსების გენერალური დირექტორატის მიერ და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.