ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მილოცვა ქალბატონებს

ძვირფასო ქალბატონებო,

გილოცავთ 8 მარტს - ქალთა საერთაშორისო დღეს! თქვენი როლი ქვეყნის წინსვლისთვის და კეთილდღეობისთვის უმნიშვნელოვანესია. ყოველი დღე საზოგადოებრივ თუ სოციალურ-პოლიტიკურ ცხოვრებაში დაფუძნებულია თქვენს შრომასა და პროფესიონალიზმზე. სწორედ, ძლიერი და განათლებული ქალების დამსახურებაა ბევრი მნიშვნელოვანი სოციალური ცვლილება, რომელმაც სამყარო უკეთესობისკენ შეცვალა.

დღეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოში იმაზე მეტი ქალია, ვიდრე ოდესმე და ხუთი მუდმივმოქმედი კომისიიდან სამი კომისიის თავმჯდომარე სწორედ რომ ქალია. ეს დიდი წინგადადგმული ნაბიჯია. მე ვიმედოვნებ, რომ ქალთა რიცხვი მოწინავე პოზიციებზე შემდეგ წლებშიც მნიშვნელოვნად გაიზრდება!

კიდევ ერთხელ, მთელი გულით, გილოცავთ და გისურვებთ ბევრ წარმატებას პირად ცხოვრებასა და საზოგადოებრივ საქმიანობაში!

დავით ზაალიშვილი,

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მილოცვა ქალბატონებს

სხვა სიახლეები

ფეხბურთის ფესტივალი გაიმართა
2024-06-10
სიახლეები
ფეხბურთის ფესტივალი გაიმართა

8-9 ივნისს, ახალციხის ცენტრალურ სტადიონზე, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და საფეხბურთო კლუბ დინამო თბილისის აკადემიის ერთობლ...

პროექტის ,,აჩუქე წიგნის" ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობას წიგნები გადაეცათ
2023-04-23
სიახლეები
პროექტის ,,აჩუქე წიგნის" ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობას წიგნები გადაეცათ

23 აპრილი წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით კამპანიის "აჩუქე წიგნის" ფარგლებში, ბორჯომის ა(ა)იპ საბი...

გარემოს დაცვისა და აგრარულ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის სხდომა გაიმართა
2023-04-28
სიახლეები
გარემოს დაცვისა და აგრარულ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის სხდომა გაიმართა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გარემოს დაცვისა და აგრარულ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც ამავე კომი...