telephone
0367 22 44 99ფეხბურთის ფესტივალი გაიმართა
8-9 ივნისს, ახალციხის ცენტრალურ სტადიონზე, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და საფეხბურთო კლუბ დინამო თბილისის აკადემიის ერთობლ...
telephone
0367 22 44 99working hours
ორშ-პარ: 10:00 - 18:00ძვირფასო დედებო,
მთელი გულით გილოცავთ დედის დღეს! თქვენი ყოველდღიური შრომა, ბრძოლა შვილების უკეთესი მომავლისთვის და უზრუნველი ცხოვრებისეული პირობების შექმნისთვის ფასდაუდებელია!
თქვენ ხართ მთავარი სიცოცხლის წყარო. გულწრფელი, უანგარო სიყვარულისა და სიხარულის გამზიარებელნი. შვილებისთვის დიდი ძალა და იმედი!
გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებასა და დიდ ხანს სიცოცხლეს. გქონდეთ იმის ძალა და შესაძლებლობა, რომ შვილები აღზარდოთ მშვიდ გარემოში, გადასცეთ და ჩაუნერგოთ სულიერი ფასეულობები, ხელი შეუწყოთ მათ განათლებულ, წარმატებულ და საამაყო ქართველებად ჩამოყალიბებას. და რაც მთავარია, გისურვებთ იმას, რომ შვილების კონსტრუქციული ქმედებებით მუდამ გეამაყოთ.
კიდევ ერთხელ, დიდი პატივისცემით გილოცავთ დედის დღეს!
დავით ზაალიშვილი,
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე