telephone
0367 22 44 99ფეხბურთის ფესტივალი გაიმართა
8-9 ივნისს, ახალციხის ცენტრალურ სტადიონზე, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და საფეხბურთო კლუბ დინამო თბილისის აკადემიის ერთობლ...
telephone
0367 22 44 99working hours
ორშ-პარ: 10:00 - 18:00ბორჯომის მუნიციპალიტეტში ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, განსახორციელებელი პრიორიტეტული პროექტების გამოსავლენად დასახლების საერთო კრება და მოსახლეობასთან კონსულტაციები დასრულდა.
ბოლო შეხვედრა მაღალმთიანი სოფლების: ბაკურიანის, ანდეზიტის, თორის, დიდი და პატარა მიტარბის მოსახლეობასთან გაიმართა. შეხვედრებს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გიორგი ტაბატაძე, ადგილობრივი თვითმმართველობისა და დეპუტატის ბიუროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მიმდინარე წელს, ბორჯომის მუნიციპალიტეტში ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში 1 308 000 ლარის ღირებულების 33 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება.
რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 436 000 ლარი გამოიყო, ხოლო ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამებს" ღირებულების 200% დაამატა.
მუნიციპალიტეტის 11 ტერიტორიულ ერთეულის 33 სოფელში, პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტები ადგილობრივებმა საერთო კრებებზე ხმათა უმრავლესობით შეარჩიეს.
აღნიშნული პროექტების ნუსხას, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია შესათანხმებლად წარმომადგენლობით ორგანოს საკრებულოს სხდომაზე მოსაწონებლად წარუდგენს.
სკვერების მოწყობა, სასმელი და სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია, საბავშვო ატრაქციონების მოწყობა, სასაფლაოების შემოღობვა, გარე განათების ლამპიონების მოწყობა- ეს იმ ინფრასტრუქტურული პროექტების არასრული ჩამონათვალია, რომელიც 2023 წელს ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლებში განხორციელდება.