2023-03-23

კომისიებისა და ბიუროს სხდომები გაიმართა

? დღეს, 23 მარტს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში კომისიების სხდომები გაიმართა:

?კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საკითხთა კომისიის სხდომას ამავე კომისიის თავმჯდომარე მამუკა ლურსმანაშვილი უძღვებოდა;

?იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომას ამავე კომისიის თავმჯდომარე მაკა მანჯავიძე უძღვებოდა;

?საფინანსო-საბიუჯეტო, ეკონომიკისა და ქონების მართვის კომისიის სხდომას ამავე კომისიის თავმჯდომარე ელზა კუჭუხიძე უძღვებოდა.

? ასევე, დღესვე ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილი უძღვებოდა.

დეპუტატებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები და საკრებულოს სხდომის დღის წესრიგი დაამტკიცეს:

☑️ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 2022 შესრულების ანგარიში;

☑️ბორჯომის მუნიციპალიტეტის მიერ 2022 წელს განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების ანგარიში;

☑️„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და დაბებზე თანხის გადანაწილების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 24 თებერვლის Nგ-17. 17230553 განკარგულებაში ცვლილების შესახებ;

☑️სამშენებლო საქმიანობის დარღვევის შესახებ მითითების, შემოწმების აქტის, უწყების, დადგენილების და სააღსრულებლო ფურცლის ფორმების დამტკიცების შესახებ;

☑️მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილების მიღების შემდეგ ამ დადგენილების შესრულების კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ;

☑️„ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 17 მარტის N11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ;

☑️„ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 25 თებერვლის N54 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ;

☑️„ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გარემოს დაცვისა და აგრარულ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 25 თებერვლის N56 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ;

☑️„ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 25 თებერვლის N57 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ;

☑️„ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო, ეკონომიკისა და ქონების მართვის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 25 თებერვლის N55 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ;

☑️„ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 25 თებერვლის N58 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ;

☑️ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ტბის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) სახელდების მოწონების შესახებ;

☑️ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ყვიბისის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) სახელდების მოწონების შესახებ;

☑️საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინიციატივის საფუძველზე ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) სახელდების შესახებ;

☑️ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნის შესახებ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 24 დეკემბრის Nგ-17.17213586 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ;

☑️ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს II კვარტალის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ;

☑️ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის დასკვნა 2023 წლის 20 იანვრის პეტიციასთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, რომ პარასკევს, 24 მარტს, 12:00 საათზე საკრებულოს გეგმიური სხდომა გაიმართება.

კომისიებისა და ბიუროს სხდომები გაიმართა

სხვა სიახლეები

ფეხბურთის ფესტივალი გაიმართა
2024-06-10
სიახლეები
ფეხბურთის ფესტივალი გაიმართა

8-9 ივნისს, ახალციხის ცენტრალურ სტადიონზე, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და საფეხბურთო კლუბ დინამო თბილისის აკადემიის ერთობლ...

პროექტის ,,აჩუქე წიგნის" ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობას წიგნები გადაეცათ
2023-04-23
სიახლეები
პროექტის ,,აჩუქე წიგნის" ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობას წიგნები გადაეცათ

23 აპრილი წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით კამპანიის "აჩუქე წიგნის" ფარგლებში, ბორჯომის ა(ა)იპ საბი...

გარემოს დაცვისა და აგრარულ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის სხდომა გაიმართა
2023-04-28
სიახლეები
გარემოს დაცვისა და აგრარულ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის სხდომა გაიმართა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გარემოს დაცვისა და აგრარულ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც ამავე კომი...