telephone
0367 22 44 99ფეხბურთის ფესტივალი გაიმართა
8-9 ივნისს, ახალციხის ცენტრალურ სტადიონზე, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და საფეხბურთო კლუბ დინამო თბილისის აკადემიის ერთობლ...
telephone
0367 22 44 99working hours
ორშ-პარ: 10:00 - 18:00#გაიცანისაკრებულო - ახალი პროექტია, რომლის ფარგლებშიც უფრო ახლოს გაგაცნობთ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირებს.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ზაალიშვილმა 2004 წელს წარმატებით დაასრულა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და მას შემდეგ აქტიურად მუშაობს სხვადასხვა მიმართულებით.
პირველი სამსახური 2004 წელს შპს „ბიგში“ დაიწყო, შემდეგ ბორჯომის N1 ჩამომსხმელ ქარხანაში გააგრძელა საქმიანობა. 2006 წლიდან შპს „ინტერსექიურითი ჯორჯიაში“ ორი წლის განმავლობაში დაცვის ოფიცერი იყო.
2008-2013 წლებში კერძო საქმიანობით იყო დაკავებული, 2014 წელს ა(ა)იპ „ბორჯომის საზოგადოებრივი ტრანსპორტის“ დირექტორად დაინიშნა , 3-წლიანი მუშაობის შემდეგ, 2017 წელს კი - ა(ა)იპ „ბორჯომის დასუფთავება და კეთილმოწყობის“ დირექტორად.
2019 წლის აპრილში დაინიშნა მერის პირველ მოადგილედ, 11 თვის შემდე კი, დაახლოებით ორი წლის განმავლობაში, იყო მერის მოვალეობის შემსრულებელი.
2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, დავით ზაალიშვილი არის ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.
გარდა საკრებულოს თავმჯდომარეობისა, ის გახლავთ საფინანსო-საბიუჯეტო, ეკონომიკისა და ქონების მართვის კომისიის და კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიისა წევრი.
ასევე, ის გახლავთ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრი.
საკრებულოს თავმჯდომარე ყოველთვის მზად არის მოქალაქეების მისაღებად და მათ დასახმარებლად. მისი სამუშაო საათებია ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00.
დეტალურ ინფორმაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის და, ზოგადად, საკრებულოს საქმიანობის შესახებ, შეგიძლიათ გაეცნოთ :Borjomi.gov.ge-ზე და ოფიციალურ Facebook გვერდზე ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო / Borjomi Municipality City Council.