telephone
0367 22 44 99ფეხბურთის ფესტივალი გაიმართა
8-9 ივნისს, ახალციხის ცენტრალურ სტადიონზე, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და საფეხბურთო კლუბ დინამო თბილისის აკადემიის ერთობლ...
telephone
0367 22 44 99working hours
ორშ-პარ: 10:00 - 18:00ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრმა, ფინანსთა სამინისტროს აკადემიის სერტიფიცირებულმა ტრენერმა „გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტირების“ საკითხებზე ეკა ბლიაძემ გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებისათვის და საკრებულოს აპარატის თანამშრომლებისათვის პრეზენტაცია წარადგინა.
სპიკერმა ისაუბრა გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტის არსზე - გენდერული ბიუჯეტირება გენდერული თანასწორობის მიმართულებით განსაზღვრულ პოლიტიკასთან საბიუჯეტო სახსრების გადანაწილების შესაბამისობის საუკეთესო მექანიზმია. ის, თავის მხრივ, გულისხმობს გენდერზე ორიენტირებული საბიუჯეტო პროცესის ფორმირებას, გენდერული თანასწორობის ასპექტების ჩართვას ქვეყნის საბიუჯეტო პროცესში და საბიუჯეტო რესურსების ისეთ გადანაწილებას, რომელიც ხელს შეუწყობს გენდერული პერსპექტივების ინტეგრირებას ყველა სფეროსა თუ სექტორში.