telephone
0367 22 44 99ფეხბურთის ფესტივალი გაიმართა
8-9 ივნისს, ახალციხის ცენტრალურ სტადიონზე, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და საფეხბურთო კლუბ დინამო თბილისის აკადემიის ერთობლ...
telephone
0367 22 44 99working hours
ორშ-პარ: 10:00 - 18:00ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ მაკა მანჯავიძემ 2001 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალციხის ფილიალი, სამართალმცოდნეობის სპეციალობით.
უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ მუშაობა თავისი სპეციალობით დაიწყო და მას შემდეგ აქტიურად არის ჩართული ამ სფეროში.
2001 წელს ბორჯომის რაიონულ გამგეობაში იურისტად დაიწყო მუშაობა და ხუთი წელი იმუშავა. 2006 წლიდან, ხუთი წლის განმავლობაში, კი ბორჯომის საგანმანათლებლო რესურსცენტრის იურისტი იყო.
2012-2014 წლებში მაკა სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურში მართვისა და ანალიზის სამმართველოს ქ. ბორჯომის ცენტრის კოორდინატორი იყო. შემდეგ კი, ერთი წლის განმავლობაში, ქ. ბორჯომის უფროსი მანდატური.
მაკა მანჯავიძე 2015-2020 წლებში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბორჯომის რაიონული განყოფილების იურისტი იყო, 2017-2018 წლებში კი სს „კრედო ბანკის“ რეგიონის იურისტი.
2020 წელს სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ცენტრის იურისტად დაიწყო მუშაობა. 2021 წელს კი მუშაობა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში გააგრძელა. ის ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის კოორდინატორი იყო.
2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ მაკა მანჯავიძე ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი და იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარეა.
გარდა იურიდიულ საკითხთა კომისიისა, ის არის საფინანსო-საბიუჯეტო, ეკონომიკისა და ქონების მართვის მუდმივმოქმედი კომისიის წევრი.
ასევე, მაკა არის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს და სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მეურვეობა მზრუნველობის რეგიონული საბჭოს წევრი.
მისი სამუშაო საათებია ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00. თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მაკა ყოველთვის მზად არის მოქალაქეების დასახმარებლად.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის მაკა მანჯავიძის და ზოგადად საკრებულოს საქმიანობის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ: Borjomi.gov.ge-ზე და ოფიციალურ FB გვერდზე: ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო / Borjomi Municipality City Council.