2023-06-30

ბორჯომში სსიპ „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ ორგანიზებით, საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა

დღეს, 30 ივნისს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ ორგანიზებით, საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა, რომელსაც სამხედრო ექსპერტი გიორგი ცხვიტავა უძღვებოდა.

შეხვედრის მთავარი მიზანი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ საქართველოს მოქალაქეების ინფორმირებულობის გაზრდა, გაცნობიერებული მხარდაჭერის შენარჩუნება და განმტკიცებაა. სპიკერმა დეტალურად ისაუბრა დასავლური ღირებულებების, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობის, არსებული შესაძლებლობებისა და გამოწვევების შესახებ. შემდეგ კი შეხვედრა სიტყვა-პასუხის ფორმატში გაგრძელდა.

შეხვედრას ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილი, საკრებულოს დეპუტატები და მუნიციპალიტეტის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

ბორჯომში სსიპ „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ ორგანიზებით, საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა

სხვა სიახლეები

ფეხბურთის ფესტივალი გაიმართა
2024-06-10
სიახლეები
ფეხბურთის ფესტივალი გაიმართა

8-9 ივნისს, ახალციხის ცენტრალურ სტადიონზე, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და საფეხბურთო კლუბ დინამო თბილისის აკადემიის ერთობლ...

პროექტის ,,აჩუქე წიგნის" ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობას წიგნები გადაეცათ
2023-04-23
სიახლეები
პროექტის ,,აჩუქე წიგნის" ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობას წიგნები გადაეცათ

23 აპრილი წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით კამპანიის "აჩუქე წიგნის" ფარგლებში, ბორჯომის ა(ა)იპ საბი...

გარემოს დაცვისა და აგრარულ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის სხდომა გაიმართა
2023-04-28
სიახლეები
გარემოს დაცვისა და აგრარულ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის სხდომა გაიმართა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გარემოს დაცვისა და აგრარულ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც ამავე კომი...