telephone
0367 22 44 99ფეხბურთის ფესტივალი გაიმართა
8-9 ივნისს, ახალციხის ცენტრალურ სტადიონზე, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და საფეხბურთო კლუბ დინამო თბილისის აკადემიის ერთობლ...
telephone
0367 22 44 99working hours
ორშ-პარ: 10:00 - 18:00ბორჯომში „ათონელობა 2023“ აღნიშნეს. სოფელ ტაძრისში კულტურული და სპორტული ღონისძიებები გაიმართა.
ღონისძიებას სახელმწიფო რწმუნებული სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ბესიკ ამირანაშვილი, რწმუნებულის მოადგილეები დავით ვარდიაშვილი და შოთა როსტიაშვილი, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ოთარ არბოლიშვილი, მოადგილე გიორგი ტაბატაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ კიკნაძე და კულტურის განყოფილების ხელმძღვანელი შალვა გოგოლაძე ესწრებოდნენ.
ღონისძიება სპორტული აქტივობებით გაიხსნა.
სპორტის მოყვარულები ერთმანეთს მკლავჭიდში, ქართულ ჭიდაობაში და დოღში შეეჯიბრნენ. პირველი ადგილის მფლობელებს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიისგან ,,მეგატექნიკის" ვაუჩერი გადაეცათ. გამარჯვებულები მედლებითა და სიგელით ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა დააჯილდოვეს.
"ათონელობის აღნიშვნა" კულტურული ღონისძიებით გაგრძელდა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ცეკვისა და სიმღერის ანსამბლებმა და სახალხო მთქმელებმა. ასევე, მოეწყო ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.
„ათონელება" მასშტაბურად პირველად 2018 წელს აღინიშნა. მისი ინიციატორი სოფელ ტაძრისის ადმინისტრაციული ერთეულის დეპუტატი ვიოლეტა ბალახაშვილი და ადგილობრივები იყვნენ. ამ დღის აღნიშვნა უკვე ტრადიციად დამკვიდრდა.
გიორგი ათონელი მე-11 საუკუნეში ქართველი სასულიერო და საზოგადო მოღვაწე, მწერალი, მთარგმნელი, ეროვნული კულტურის მოამაგე, ათონის ივერთა მონასტრის წინამძღვარი გახლდათ. მან სასულიერო ცხოვრებაში პირველი ნაბიჯები სწორედ სოფელ ტაძრისში გადადგა, სადაც ის დასთან თეკლასთან ერთად მიეყვანათ და ღვთისმოშიშებითა და სიბრძნით განთქმული წინამძღვრისთვის წმინდა საბიანესთვის ჩაუბარებიათ.