telephone
0367 22 44 99ფეხბურთის ფესტივალი გაიმართა
8-9 ივნისს, ახალციხის ცენტრალურ სტადიონზე, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და საფეხბურთო კლუბ დინამო თბილისის აკადემიის ერთობლ...
telephone
0367 22 44 99working hours
ორშ-პარ: 10:00 - 18:00ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ 2023 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით სოციალური პროგრამები შეაჯამა.
6 თვის მონაცემებით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 563 211 ლარია გაცემული. დახმარება ჯამში 5 629 მოქალაქეს გაეწია.
მიმდინარე წელსაც გათვალისწინებულია მოქალაქეთა სტაციონარული, მედიკამენტოზური, სარიტუალო, 4 და მეტ შვილიანი ოჯახების, შშმ პირებისათვის, გამოჩენილი ადამიანების, ახალდაქორწინებულების, ახალშობილების, 100 წელს გადაცილებულთა, დედ–მამით ობოლი ბავშვების დახმარება და სხვა.
ბორჯომში მოქმედი სოციალური პროგრამები ადგილობრივი ხელისუფლების მიერ სპეციალურად მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოქალაქეებისათვის შეიქმნა და ითვალისწინებს მერიამ დახმარება გაუწიოს, როგორც სოციალურად დაუცველ ბენეფიციარებს, ასევე მუნიციპალიტეტის ნებისმიერ მცხოვრებს.
ბორჯომის მუნიციპალიტეტისათვის მოქალაქეთა მდგომარეობის გაუმჯობესება ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს.