telephone
0367 22 44 99საკრებულოს სხდომა - 27.09.2024
დღეს, 27 სექტემბერს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გეგმიური სხდომა გაიმართა, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილი უძ...
telephone
0367 22 44 99working hours
ორშ-პარ: 10:00 - 18:00დღეს, 28 ივლისს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გეგმიური სხდომა გაიმართა, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილი უძღვებოდა.
საკრებულოს სხდომას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ოთარ არბოლიშვილიც ესწრებოდა.
დეპუტატებმა დაამტკიცეს დღის წესრიგით განსაზღვრული შემდეგი საკითხები:
“ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ” ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 7 ივნისის N16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ;
„ბორჯომის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობის 2023 წლის სოციალური დახმარების პროგრამის და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 23 დეკემბრის N96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ;
„ბორჯომის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს 2018 წლის 22 აგვისტოს N43 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ;
პირდაპირი განკარგვის წესით, სასყიდლიანი სარგებლობის ფორმით ქონების იჯარით გაცემის შესახებ;
2023 წელს შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეთა რიცხოვნობის განსაზღვრის შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 23 დეკემბრის Nგ-17.17223575 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ;
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ რველში მდებარე გეოგრაფიული ობიექტისთვის (შესახვევი) სახელწოდების ცვლილების შესახებ;
დაბა ბაკურიანში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) სახელდების შესახებ.
ასევე, მათ მოისმინეს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის ანგარიში 2023 წელს გაწეული მუშაობის შესახებ; სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის ანგარიში 2022-2023 წელს გაწეული მუშაობის შესახებ და ა(ა)იპ სკოლის გარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება „ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლა“-ის ანგარიში 2022-2023 წელს გაწეული მუშაობის შესახებ.