ტელეფონი
0367 22 44 99ფეხბურთის ფესტივალი გაიმართა
8-9 ივნისს, ახალციხის ცენტრალურ სტადიონზე, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და საფეხბურთო კლუბ დინამო თბილისის აკადემიის ერთობლ...
ტელეფონი
0367 22 44 99ელ.ფოსტა
borjomimunicipality@gmail.comსამუშაო საათები
ორშ-პარ: 09:00 - 18:00დღეს, 20 დეკემბერს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ მაკა მანჯავიძემ ამავე კომისიის სხდომა გამართა, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილიც ესწრებოდა.
საკრებულოს დეპუტატებმა დღის წესრიგით განსაზღვრული შემდეგი საკითხები განიხილეს:
„ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკურ თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა რანგირების, საშტატო ნუსხის დამტკიცების და თანამდებობრივი სარგოს ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 2 მარტის N4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ - დადგენილების პროექტი;
„ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 22 ივლისის №77 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ - დადგენილების პროექტი;
„ბორჯომის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული წარმატებული ახალგაზრდების 2023 წლის ფინანსური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ - დადგენილების პროექტი;
„ბორჯომის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობის 2023 წლის სოციალური დახმარების პროგრამების და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ - დადგენილების პროექტი;
სამგზავრო გადაყვანის ტარიფის დამტკიცების შესახებ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 იანვრის N2 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ - განკარგულების პროექტი;
ქალაქ ბორჯომში გარე ვაჭრობის აკრძალვის შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 19 აპრილის N39 განკარგულების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ - განკარგულების პროექტი.
შეგახსენებთ, რომ 23 დეკემბერს 12:00 საათზე საკრებულოს გეგმიური სხდომა გაიმართება.
#ბორჯომისმუნიციპალიტეტისსაკრებულო