ტელეფონი
0367 22 44 99ფეხბურთის ფესტივალი გაიმართა
8-9 ივნისს, ახალციხის ცენტრალურ სტადიონზე, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და საფეხბურთო კლუბ დინამო თბილისის აკადემიის ერთობლ...
ტელეფონი
0367 22 44 99ელ.ფოსტა
borjomimunicipality@gmail.comსამუშაო საათები
ორშ-პარ: 09:00 - 18:00საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ორგანიზებით, დანიისა და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, “პოლიტიკური ფორუმი გენდერული თანასწორობისთვის” გაიმართა, რომელსაც პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა და გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში ნიკ ბერესფორდმა უმასპინძლეს.
ფორუმს ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილი და ამავე საბჭოს წევრები: იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე მაკა მანჯავიძე, საკრებულოს წევრი ხათუნა ხარაზიშვილი და მერიის გენდერზე პასუხისმგებელი პირი ნატა თაბუნიძე ესწრებოდნენ.
ფორუმის მონაწილეებმა გენდერულად მგრძნობიარე პოლიტიკა და მასთან დაკავშირებული სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური საკითხები განიხილეს. ასევე, აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას შორის ურთიერთობის გაღრმავების გზებზე იმსჯელეს.
ყოველწლიური პოლიტიკური ფორუმი ქმნის თანამშრომლობის უნივერსალურ პლატფორმას, როგორც აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის, ასევე პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის, განვითარების საერთაშორისო წარმომადგენლებისა და სამოქალაქო საზოგადოებისთვის, ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე, შეაფასონ მიღწეული შედეგები და პოლიტიკაში თანასწორი წარმომადგენლობის და თანაბარი მონაწილეობის უზრუნველყოფისთვის მომავალი თანამშრომლობა დაგეგმონ.