კონგრესი "საქართველოში ადგილობრივ დონეზე მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება" გაიმართა

 

? საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციისა და ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის ორგანიზებით, ანტიდისკრიმინაციული პრინციპების დაცვის მიმართულებით, მუნიციპალიტეტებში არსებული გამოწვევების დაძლევისა და კარგი პრაქტიკების გაზიარების მიზნით, მასშტაბური შეხვედრა მოეწყო, რომელშიც 13 სამიზნე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

? ბორჯომის მუნიციპალიტეტიდან შეხვედრას საკრებულოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილი და მერიის იურიდიული სამსახურის უფროსი თეა კიკაძე ესწრებოდნენ.

?ღონისძიების გახსნით ნაწილში, საქართველოში ადამიანის უფლებებისა და მონაწილეობითი დემოკრატიის საკითხების მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზე და გრძელვადიან პრიორიტეტებსა და ამოცანებზე იმსჯელეს. პირველი სესია ინკლუზიისა და ანტიდისკრიმინაციის საკითხებზე არსებული ძირითადი კონცეფციების, კარგი პრაქტიკებისა და კონკრეტული ღონისძიებების პრეზენტაციებს დაეთმო, მეორე სესიაზე კი, შესაბამისი მონაცემების შეგროვებასა და ადგილობრივ დონეზე ანტიდისკრიმინაციული პრინციპების მეინსტრიმინგზე იმსჯელეს. ბოლოს კი, დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხების საკონტროლო სიის წინასწარ შემუშავებული ნიმუში განიხილეს. დოკუმენტი, რომელიც ყველა კომპონენტს მოიცავს, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკებს ეყრდნობა და ადგილობრივ კონტექსტსა და დეტალებს ითვალისწინებს.

?აღსანიშნავია, რომ შეხვედრა პროექტის -“საქართველოში ადგილობრივ დონეზე მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება“ ფარგლებში მოეწყო, რომელიც ევროპის საბჭოს 2020-2023 წ. წ. საქართველოს სამოქმედო გეგმის შესაბამისად, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის, დემოკრატიისა და ადამიანის ღირსების გენერალური დირექტორატის მიერ და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

კონგრესი "საქართველოში ადგილობრივ დონეზე მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება" გაიმართა

ფოტო გალერეა

სხვა სიახლეები

ფეხბურთის ფესტივალი გაიმართა
2024-06-10
სიახლეები
ფეხბურთის ფესტივალი გაიმართა

8-9 ივნისს, ახალციხის ცენტრალურ სტადიონზე, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და საფეხბურთო კლუბ დინამო თბილისის აკადემიის ერთობლ...

პროექტის ,,აჩუქე წიგნის" ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობას წიგნები გადაეცათ
2023-04-23
სიახლეები
პროექტის ,,აჩუქე წიგნის" ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობას წიგნები გადაეცათ

23 აპრილი წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით კამპანიის "აჩუქე წიგნის" ფარგლებში, ბორჯომის ა(ა)იპ საბი...

გარემოს დაცვისა და აგრარულ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის სხდომა გაიმართა
2023-04-28
სიახლეები
გარემოს დაცვისა და აგრარულ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის სხდომა გაიმართა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გარემოს დაცვისა და აგრარულ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც ამავე კომი...