ტელეფონი
0367 22 44 99ფეხბურთის ფესტივალი გაიმართა
8-9 ივნისს, ახალციხის ცენტრალურ სტადიონზე, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და საფეხბურთო კლუბ დინამო თბილისის აკადემიის ერთობლ...
ტელეფონი
0367 22 44 99ელ.ფოსტა
borjomimunicipality@gmail.comსამუშაო საათები
ორშ-პარ: 09:00 - 18:00ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ფერაძემ 2005 წელს დაამთავრა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ამავე წელს, ფინანსებსა და საბანკო საქმეში მაგისტრის ხარისხის მისაღებად, სწავლა საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში გააგრძელა.
2010 წელს ის გახდა ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ელექტრონული ბუღალტერიის სერტიფიცირებული ბუღალტერიც.
2014-2015 წლებში ის სწავლობდა გორის დემოკრატიულ სკოლაში, რომელიც NIMD-ის (ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის) ეგიდით ფუნქციონირებს.
სწავლის პარალელურად მან 2003 წელს მეგობრებთან ერთად დააფუძნა საქართველოს ახალგაზრდული ასოციაცია და 2003-2004 წლებში გახლდათ ამავე ორგანიზაციის ბორჯომის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი. 2005-2007 წლებში გიორგი ფერაძე გახლდათ საქართველოს ახალგაზრდული ასოციაციის საფინანსო განყოფილების ხელმძღვანელი, პარალელურად 2005 წელს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტურიზმის განყოფილების სპეციალისტი იყო.
2008 წლიდან აქტიურად არის ჩართული პოლიტიკურ საქმიანობაში. 2008-2010 წლებში იყო ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციის თავმჯდომარე. 2012-2014 წლებში საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელი, ხოლო 2014-2017 წლებში საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე. 2014-2016 წლებში ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების საკუთრებაში (მფლობელობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის თავმჯდომარე. 2017-2021 წლებში საკრებულოს წევრი და 2018 წლიდან ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილე.
2021 წლიდან დღემდე გიორგი ფერაძე გახლავთ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, 2022 წლიდან დღემდე საკრებულოში ის არის უმრავლესობის ლიდერიც.
ასევე, ის არის საფინანსო-საბიუჯეტო, ეკონომიკისა და ქონების მართვისა და იურიდიულ საკითხთა კომისიების წევრი. 2022 წლიდან გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრიც.
გარდა პოლიტიკური საქმიანობისა, ის აქტიურად არის ჩართული საგანმანათლებლო საქმიანობაშიც. 2009 წელს მან დააარსა ბორჯომის ინტელექტუალური კლუბი, რომლის ფარგლებშიც, წელიწადში 2-ჯერ სკოლებს შორის ინტელექტუალური თამაშების რა? სად? როდის? უცვლელი ავტორი და წამყვანია.
2016-2022 წლებში გიორგი ფერაძე ტაძრისის საჯარო სკოლაში მოსწავლეებს საგანს „ეკონომიკა და სახელმწიფო“ ასწავლიდა, ხოლო 2019 წლიდან დღემდე ბორჯომის N3 საჯარო სკოლაში საგანი „გლობალური გეოგრაფიის“ მასწავლებელია.
2023 წლის აპრილიდან მას მიენიჭა უფროსი მასწავლებლის სტატუსი.
გიორგი ფერაძე თანაქალაქელებთან შეხვედრისთვის და დახმარებისთვის ყოველთვის მზად არის. მისი სამუშაო საათებია ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00.
დეტალურ ინფორმაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის გიორგი ფერაძის და ზოგადად საკრებულოს საქმიანობის შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ www. Borjomi.gov.ge-ზე და ოფიციალურ Facebook გვერდზე ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო / Borjomi Municipality City Council.