ტელეფონი
0367 22 44 99ფეხბურთის ფესტივალი გაიმართა
8-9 ივნისს, ახალციხის ცენტრალურ სტადიონზე, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და საფეხბურთო კლუბ დინამო თბილისის აკადემიის ერთობლ...
ტელეფონი
0367 22 44 99ელ.ფოსტა
borjomimunicipality@gmail.comსამუშაო საათები
ორშ-პარ: 09:00 - 18:00ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ჯუმბერ კურტანიძემ 1972 წელს დაასრულა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ის პროფესიით ეკონომისტია.
ბატონი ჯუმბერი 1964 წლიდან აქტიურად მუშაობს სხვადასხვა მიმართულებით. მისი პირველი სამსახური ბორჯომის ცენტრალური შემნახველი სალაროა, სადაც მოლარე-ინკასატორად 2 წელი იმუშავა. ორი წლის შემდეგ კი ამავე სამსახურში ინსპექტორი გახდა. 1968 წლიდან, 6 წლის განმავლობაში, მშენებლობის სისტემაში N12 „ტრესტის“ ფინანსისტ-ეკონომისტი და პირველი სამშენებლო სამმართველოს საგეგმო განყოფილების გამგე იყო.
1974 წლიდან ბორჯომის მშენებლობის ბანკის მმართველად დაინიშნა, ორწლიანი მუშაობის შემდეგ კი საფინანსო სფეროდან პოლიტიკურ საქმიანობაში გადაინაცვლა.
1975-1976 წლებში ბორჯომის რაიონული საბჭოს „აღმასკომის“ საგეგმო კომისიის თავმჯდომარედ აირჩიეს, ხოლო 1976 წლის ბოლოს ბორჯომის რაი კოოპერატივის თავმჯდომარედ გადაიყვანეს, სადაც 1982 წლამდე მუშაობდა. 1982-1991 წლებში რაიონული საბჭოს „აღმასკომის“ თავმჯდომარის მოადგილედ მუშაობდა.
1991 მაისიდან დეკემბრამდე იყო ბორჯომის N2 ჩამომსხმელი ქარხნის დირექტორის მოადგილეც იყო.
1992 წლის იანვრიდან რამდენიმე თვით ქალაქის გამგებელი მოადგილე იყო. 1992 წლის ოქტომბრიდან საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში - საქართველოს პარლამენტში გადაინაცვლა, სადაც ბორჯომის „ღირსებას იცავდა“.
საპარლამენტო საქმიანობის შემდეგ 1995 წლიდან, 5 წლის განმავლობაში, შპს “ ჯორჯიან მინერალს ვოთარ“-ის დირექტორის მოადგილე იყო.
2000-2007 წლებში ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის უფროსად მუშაობდა, 2007 წელს გამგეობიდან საკრებულოში გადაინაცვლა, სადაც 2008 წლამდე დეპუტატი იყო. 2008 წელს ქალაქის გამგებელი და შემდეგ გამგებლის მოადგილე. 2010-2013 წლებში კი ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გარემოს დაცვისა და აგრარულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე.
2013 წელს რამდენიმე წლით პოლიტიკური საქმიანობიდან ბიზნესში გადაინაცვლა და 2021 წლამდე კერძო საქმიანობით იყო დაკავებული.
2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეა.
ასევე, ის არის საფინანსო-საბიუჯეტო, ეკონომიკისა და ქონების მართვის კომისიისა და გარემოს დაცვისა და აგრარულ საკითხთა კომისიის წევრი.
ჯუმბერ კურტანიძე ყოველთვის მზად არის მოქალაქეებთან შესახვედრად და მათ დასახმარებლად.
დეტალურ ინფორმაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ჯუმბერ კურტანიძის და ზოგადად საკრებულოს საქმიანობის შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ: www.Borjomi.gov.ge და ოფიციალურ Facebook გვერდზე: ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო / Borjomi Municipality City Council.