2023-07-18

ბორჯომი და ატირაუ დაძმობილებული ქალაქები გახდებიან

?? ?? ბორჯომი და ატირაუ დაძმობილებული ქალაქები გახდებიან.

ყაზახეთის ქალაქ ატირაუს ხელმძღვანელმა პირებმა სამუშაო ვიზიტით მყოფ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს დავით ზაალიშვილს, მერს ოთარ არბოლიშვილსა და ყაზახეთის საკონსულოს საპატიო წარმომადგენელს ქ.ბორჯომში, კომპანია IDS ბორჯომის-საქართველოს პრეზიდენტს, ლევან ბაღდავაძეს უმასპინძლეს.

შეხვედრაზე მხარეებმა საინვესტიციო თანამშრომლობის, სავაჭრო, ეკონომიკური, საგანმანათლებლო, სპორტული, კულტურული და ტურიზმის განვითარების აქტუალური საკითხები განიხილეს.

ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების ძირითადი მიზანი ტურიზმის განვითარებაა, რაც გულისხმობს მთელი წლის განმავლობაში, აღნიშნული ქალაქიდან ბორჯომის მუნიციპალიტეტში დამსვენებელთა კიდევ უფრო დიდი ნაკადის შემოსვლას, მათი ადგილობრივი სასტუმროებითა და სამკურნალო-გამაჯანსაღებელი პროცედურებით დაინტერესებას, რომლის უნიკალური თვისებების გარანტი სწორედ მინერალური წყალი „ბორჯომია“. სწორედ ამიტომ, ორივე ქვეყნის ტურისტული სააგენტოები ერთმანეთთან ინტენსიურად თანამშრომლობენ.

დღესდღეობით ატირაუ-ქუთაისის მიმართულებით ფრენა კვირაში სამჯერ სრულდება. 2022 წელს საქართველოს ატირაუდან 18 ათასზე მეტი ტურისტი ეწვია, მათგან 6 ათასი ბორჯომსა და ბაკურიანს ესტუმრა.

ყაზახეთში სამუშაო ვიზიტით მყოფი დელეგაცია იმყოფებოდა კომპანია ,,დაულეტშიც“. ისინი ადგილზე გაეცნენ სხვადასხვა პროდუქტის წარმოების პროცესს.

„ქალაქ ბორჯომისა და ქალაქ ატირაუს „დაძმობილება“ პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებას შეუწყობს ხელს. მასში იგულისმხება, როგორც კულტურულ-საგანმანათლებლო, ასევე ეკონომიკური და ტურიზმის მიმართულებაც. ჩვენი მიზანია, რომ ბორჯომში 12 თვის განმავლობაში მივიღოთ ტურისტები და ხელი შევუწყოთ მათი სამკურნალო-გამაჯანსაღებელი პროცედურებით დაინტერესებასაც. მსგავსი ნაბიჯების გადადგმა ნებისმიერი მიმართულებით ორი ქალაქის გამოცდილების გაზიარების გარანტიაა, რაც დადებითად აისახება, როგორც ჩვენს ქალაქზე, ასევე ატირაუზეც“ - აღნიშნა ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ.

ბორჯომი და ატირაუ დაძმობილებული ქალაქები გახდებიან

ფოტო გალერეა

სხვა სიახლეები

ფეხბურთის ფესტივალი გაიმართა
2024-06-10
სიახლეები
ფეხბურთის ფესტივალი გაიმართა

8-9 ივნისს, ახალციხის ცენტრალურ სტადიონზე, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და საფეხბურთო კლუბ დინამო თბილისის აკადემიის ერთობლ...

პროექტის ,,აჩუქე წიგნის" ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობას წიგნები გადაეცათ
2023-04-23
სიახლეები
პროექტის ,,აჩუქე წიგნის" ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობას წიგნები გადაეცათ

23 აპრილი წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით კამპანიის "აჩუქე წიგნის" ფარგლებში, ბორჯომის ა(ა)იპ საბი...

გარემოს დაცვისა და აგრარულ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის სხდომა გაიმართა
2023-04-28
სიახლეები
გარემოს დაცვისა და აგრარულ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის სხდომა გაიმართა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გარემოს დაცვისა და აგრარულ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც ამავე კომი...