ტელეფონი
0367 22 44 99საკრებულოს სხდომა - 22.11.2024
დღეს, 22 ნოემბერს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილი უძღვებოდა. სა...
ტელეფონი
0367 22 44 99ელ.ფოსტა
borjomimunicipality@gmail.comსამუშაო საათები
ორშ-პარ: 09:00 - 18:00დღეს, 23 დეკემბერს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში საკრებულოს გეგმიური სხდომა გაიმართა, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილი უძღვებოდა.
სხდომას ქალაქის მერი ოთარ არბოლიშვილი და მერის მოადგილე გიორგი ტაბატაძეც ესწრებოდნენ.
საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა ქალაქის 2023 წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი დაამტკიცეს. 2023 წლის ბიუჯეტი შემოსავლების ნაწილში განისაზღვრა 28 380 800 ლარით.
მთავარი ფინანსური დოკუმენტის გარდა, დეპუტატებმა განიხილეს დღის წესრიგით განსაზღვრული შემდეგი საკითხები:
ბორჯომის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობის 2023 წლის სოციალური დახმარების პროგრამების და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ;
ბორჯომის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული წარმატებული ახალგაზრდების 2023 წლის ფინანსური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ;
„ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკურ თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა რანგირების, საშტატო ნუსხის დამტკიცების და
თანამდებობრივი სარგოს ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 17 მარტის N8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ;
„ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკურ თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა რანგირების, საშტატო ნუსხის დამტკიცების და
თანამდებობრივი სარგოს ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 2 მარტის N4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ;
„ბორჯომის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 24 დეკემბრის N36
დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ;
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ;
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სამოქმედო ტერიტორიაზე წარმოქმნილი მუნიციპალური ნარჩენების მართვის ხუთწლიანი გეგმის დამტკიცების შესახებ;
„ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 7 ივნისის N16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ;
„ქალაქ ბორჯომში გარე ვაჭრობის აკრძალვის შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 19 აპრილის N39 განკარგულების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ;
შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეთა რიცხოვნობის განსაზღვრის შესახებ;
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერისთვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახდელების 5 (ხუთი) პროცენტზე მეტი ღირებულების სახელმწიფო შესყიდვის
შესახებ ხელშეკრულების დადებაზე თანხმობის მიცემის შესახებ;
„სამგზავრო გადაყვანის ტარიფის დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 იანვრის N2 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ;
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის I კვარტალის სამუშაო გეგმის დამტკიცების თაობაზე;
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 3 დეკემბრის განკარგულებებში ტექნიკური ცვლილების შეტანის შესახებ.