pdf

ბორჯომის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ მომზადების პროცესშია მუნიციპალიტეტის საშუალოვადიანი განვითარების პოლიტიკის დოკუმენტი (2024-2027). აღნიშნული დოკუმენტის მიზანია ქმედითი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული საჯარო მმართველობის სისტემის ჩამოყალიბება. დოკუმენტი კონკრეტულ საჯარო სფეროში პრობლემების გადაწყვეტის და საჯარო სერვისების განვითარების გზებს განსაზღვრავს, ასევე ითვალისწინებს ადგილობრივი ხელისუფლების მიზნებს, ამოცანებს, მათი მიღწევის კონკრეტულ მექანიზმებსა და მუნიციპალიტეტის განვითარების კურსს მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში. ქვემოთ მითითებულ ბმულზე, გაცნობის მიზნით წარმოგიდგენთ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საშუალოვადიანი განვითარების პოლიტიკის დოკუმენტის პირველად/სამუშაო ვერსიას და გთხოვთ, 2023 წლის 23 ოქტომბრამდე აღნიშნულ დოკუმენტთან დაკავშირებით წარმოადგინოთ თქვენი შენიშვნები, მოსაზრებები და წინადადებები.