2024-06-10
ფეხბურთის ფესტივალი გაიმართა
8-9 ივნისს, ახალციხის ცენტრალურ სტადიონზე, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და საფეხბურთო კლუბ დინამო თბილისის აკადემიის ერთობლივი ორგანიზებით, ფეხბურთის ფესტივალი გაიმართა. სპორტულ ღონისძიებაში რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების გუნდები მონაწილეობდნენ.
ფესტივალი მუნიციპალიტეტების სპორტულ გაერთიანებებსა და საფეხბურთო კლუბ "დინამო თბილისის" აკადემიას შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ჩატარდა.
ღონისძიების ბოლოს, თასებით დაჯილდოვდნენ საფეხბურთო ფესტივალში მონაწილე გუნდები, ასევე ონლაინ მაღაზიამ https://isurve.ge წიგნის სამყარო ლიბრამ ნორჩ სპორტსმენებს საჩუქრად სავარჯიშო ინვენტარი და წიგენბი გადასცა.
ფესტივალს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი გოჩა ბერიძე, საფეხბურთო კლუბის "დინამო თბილისი" აკადემიის დირექტორი ლევან გვანცელაძე, პროექტის მენეჯერი გია ისიანი, რეგიონული კოორდინატორი გოჩა ჩიქოვანი და ა(ა)იპ „ახალციხის სპორტული გაერთიანების“ დირექტორი ზიგმუნდ ზილბერშტეინი ესწრებოდნენ.