2024-06-28

სამცხე-ჯავახეთის მხარეში ვაზისა და ხორბლის მესხური ჯიშების საცდელი სანერგე მეურნეობის მოწყობის მიზნით ფერმერული მეურნეობის მიწის ნაკვეთის შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა

კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი

 (REC Caucasus)

 

ქ. თბილისი 0179, მცხეთის ქ. 48/50

__________________________________________________________________

 

გლობალური გარემოს დაცვის ფონდის (GEF), საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და გაეროს გარემოს დაცვის პროგრამის (UNEP) მიერ მხარდაჭერილი პროექტის „აგრარული ბიომრავალფეროვნების მდგრადი მართვა სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მოწყვლად ეკოსისტემებსა და სასოფლო დასახლებებში“ ფარგლებში კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი (REC Caucasus) აცხადებს კონკურსს სამცხე-ჯავახეთში ვაზის მესხური ჯიშების საცდელი სანერგე მეურნეობის მოწყობის მიზნით ფერმერული მეურნეობის მიწის ნაკვეთის შესარჩევად.

 

კონკურსში მონაწილეობისათვის დეტალური ინფორმაციის სანახავად და საჭირო დოკუმენტების ჩამოსატვირთად, გთხოვთ, გადახვიდეთ შემდეგ ბმულზე:

 

1. განცხადება სამცხე-ჯავახეთში ვაზის მესხური ჯიშების საცდელი სანერგე მეურნეობის მოწყობის მიზნით ფერმერული მეურნეობის მიწის ნაკვეთის შესარჩევად: https://rec-caucasus.org/announcements/establishment-of-pilot-vine-nursery/

 

2. განცხადება სამცხე-ჯავახეთში ხორბლის მესხური ჯიშების საცდელი სათესლე მეურნეობის მოწყობის მიზნით ფერმერული მეურნეობის მიწის ნაკვეთის შესარჩევად: https://rec-caucasus.org/announcements/competition-for-the-selection-of-the-plot-for-the-establishment-of-pilot-wheat-field-seed-bank-for-the-meskhetian-varieties-in-samtskhe-javakheti-region-of-georgia-2/

 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, დეტალურად გაეცნოთ განცხადებაზე დართულ დოკუმენტებს და მოგვაწოდოთ სრულად შევსებული განაცხადის ფორმა შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე:

 

მარიკა კაპანაძე, REC Caucasus

marika.kapanadze@rec-caucasus.org

 

ასლით:

 

ნინო როსტომაშვილი, REC Caucasus

nino.rostomashvili@rec-caucasus.org

 

საკონკურსო განაცხადი უნდა იყოს ხელმოწერილი და ელექტრონული ფოსტით გამოგზავნილი PDF-ფორმატში. ელექტრონული ფოსტის სათაურში (Subject) მითითებული უნდა იყოს კონკურსის ნომერი: 052/RECC/GEF/AGROBIO-2301-a1 - ვაზის სანერგე მეურნეობის შემთხვევაში, 052/RECC/GEF/AGROBIO-2301-a2 - ხორბლის სათესლე მეურნეობის შემთხვევაში,  წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ მოხდება შემოთავაზებების იდენტიფიცირება.

 

კონკურსში განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 31 ივლისი.

 

კონკურსთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია გამოქვეყნებული იქნება ზემოაღნიშნულ ვებ-გვერდზე.

სხვა სიახლეები

ფეხბურთის ფესტივალი გაიმართა
2024-06-10
სიახლეები
ფეხბურთის ფესტივალი გაიმართა

8-9 ივნისს, ახალციხის ცენტრალურ სტადიონზე, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და საფეხბურთო კლუბ დინამო თბილისის აკადემიის ერთობლ...

პროექტის ,,აჩუქე წიგნის" ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობას წიგნები გადაეცათ
2023-04-23
სიახლეები
პროექტის ,,აჩუქე წიგნის" ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობას წიგნები გადაეცათ

23 აპრილი წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით კამპანიის "აჩუქე წიგნის" ფარგლებში, ბორჯომის ა(ა)იპ საბი...

გარემოს დაცვისა და აგრარულ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის სხდომა გაიმართა
2023-04-28
სიახლეები
გარემოს დაცვისა და აგრარულ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის სხდომა გაიმართა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გარემოს დაცვისა და აგრარულ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც ამავე კომი...

მდგრადი განვითარების მიზნების მუნიციპალური დოკუმენტი
2023-05-14
სიახლეები
მდგრადი განვითარების მიზნების მუნიციპალური დოკუმენტი

მდგრადი განვითარების მიზნების ეროვნული დოკუმენტი წარმოაჩენს გლობალური მდგრადი განვითარების მიზნების პრიორიტეტებს ეროვნულ დონეზე, რომლის მიზანია მდგრად...